ტესლას მანქანები მოულოდნელად, უეცრად იწყებენ მოძრაობას

 Reuters-ის ინფორმაციით,  ტესლას მანქანები მოულოდნელად, უეცრად იწყებენ მოძრაობას. საუბარია 500 000 მანქანზე, რომელზეც, როგორც პარასკევს აშშ-ს ავტომაგისტრალების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, გავრცელებულ საჩივრებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას განიხილავენ.ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტესლას მანქანების მწყობრიდან გამოსვლის გამო ადანაშაულებენ. 2018 წლის ნოემბერში ტესლა იგივე პრობლემის წინაშე იდგა.ავტოპილოტის გამოყენების დროს ავარიების არაერთი ჩანაწერი არსებობს, რამდენიმე ასეთი შემთხვევა ფატალურადაც […]

სუნდარ პიჩაი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას მხარს უჭერს

Google-ის და მისი მშობელი კომპანია Alphabet-ის ხელმძღვანელი – სუნდარ პიჩაი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას მხარს უჭერს. Financial Times-სათვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში პიჩაი აცხადებს, რომ რეგულაციები გონივრულად უნდა განისაზღვროს. “ინტერნეტი საშუალებას გვაძლავს ნებისმიერ ადამიანს დავუკავშირდეთ და ინფორმაცია ძალიან მარტივად მივიღოთ, თუმცა, ინტერნეტი ასევე დეზინფორმაციის გავრცელებასაც ამარტივებს” – ამბობს პიჩაი მედიასთან საუბრისას. 

უჯრედი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს კლავს

კარდიფის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს კლავს. ბრიტანელი მეცნიერები ლაბორატორიაში სისხლის ანალიზს ატარებდნენ, როდესაც სრულიად ახალი სახეობის უჯრედს მიაგნეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შემთხვევამ მკურნალობის აქამდე არსებული სტანდარტი, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს. აღმოჩენილი იმუნური უჯრედი ეფექტურია ფილტვის, კანის, სისხლის, ნაწლავების, მკერდისა და სხვა ორგანოების სიმსივნეების დასამარცხებლად.

GOOGLE ამინდის მყისიერ პროგნოზირებაზე მუშაობს

ამინდის მყისიერი პროგნოზირებისათვის, GOOGLE ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, რომელიც ამინდის ზუსტად და, რაც მთავარია, თითქმის მყისიერად პროგნოზირებას შეძლებს. სრულყოფილი ალგორითმი, ამინდის ზუსტი პროგნოზის გამოთვლას დაახლოებით ერთ წუთს მოანდომებს. პროექტი საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპამდე განვითარდება ის, თუმცა ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა მოსალოდნელი წვიმის პროგნოზი მითითებულ დროზე 6 საათით […]

ევროკავშირი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის წინააღმდეგ

ევროკავშირს მეტი დრო სჭირდება იმ რეგულაციების განსასაზღვრად, რომლებიც ამ ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. ახლა კი დადგა დრო, როდესაც ევროკავშირი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის აკრძალვას განიხილავს. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაცია, შესაძლოა, 3-5 წლის ვადით ამოქმედდეს. ამ ტექნოლოგიის გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით, უკვე დიდი ხანია, რაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

Alphabet-ი ტრილიონერთა კლუბშია

დღემდე ტრილიონერთა კლუბში სულ სამი კომპანია იყო — Apple, Microsoft, Amazon. დღეს კი ამ სიას Alphabet-იც შეუერთდა. Alphabet-ის შემადგენლობაში შედის Google, Sidewalk Labs, DeepMind, Google Fiber და Verily.  Alphabet-ი 2015 წელს დაარსდა. ტრილიონერთა კლუბს სავარაუდოდ შემდეგი Facebook შეუერთდება, მისი კაპიტალიზაცია უკვე $620 მილირადს შეადგენს.

Microsoft-მა Edge-ის ახალი ვერსია გამოუშვა

Microsoft-მა დღეს ბრაუზერ Edge-ის ახალი ვერსია ოფიციალურად გამოუშვა, რომელიც Chromium-ზეა დაფუძნებული.თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც Microsoft-მა ქრომიუმზე გადასვლა დააანონსა. Chromium გუგლის ღია პროექტია. ის ხელმისწავდომია როგორც ვინდოუსისთვის, ასევე MacOS-ისთვისაც. დიზაინის მხრივ ახალი Edge საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. Chrome-თან შედარებით Edge-ს უპირატესობებიც აქვს.

ინსტაგრამი ყალბ ფოტოებს შლის

დეკემბერში, სოციალური ქსელი Instagram ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით ყალბი ფოტოების დაბლოკვას გეგმავდა. ახლა Instagram დაფოტოშოპებულ, ყალბ ფოტოებს შლის. იშლება ციფრული არტისტების ნამუშევრები Explore-ის გვერდიდან და ჰეშთეგების გამომწერების სიახლეების ზოლებიდან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უნდა განასხვავოს ინსტაგრამმა პროპაგანდისტული მიზნების მქონე დეზინფორმაციული ფოტო მანიპულაცია და ციფრული არტისტების ნამუშევარი.

რომელ სამუშაო ადგილებს შექმნის ხელოვნური ინტელექტი?

რას ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ რომელ სამუშაო ადგილებსა და პოზიციებს შექმნის ხელოვნური ინტელექტის განვითარება? ალგორითმების შავი ყუთის გამხსნელები დეველოპერი ტრენერები, რომლებიც რობოტებს დაეხმარებიან ადამიანის ქცევებისა და ჩვევების გაგებაში მსახურთა მეთვალყურე-მმართველები, რობოტების სანდოობისა და უნებლიე შედეგების ეფექტურად გასაკონტროლებლად შეგახსენებთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს […]

ახალი ელემენტებით მობილურის დატენვა 5 დღე არ იქნება საჭირო

მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარების მიხედვით, მათ შექმნეს ყველაზე ეფექტიანი ლითიუმ-გოგირდის ელემენტი. ახალი ელემენტებით სმარტფონებს, შესაძლოა, დატენვა 5 დღე არ დასჭირდეთ. მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი ლითიუმ-გოგირდის ელემენტი მოწყობილობების ელემენტების ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად გაზრდის, წარმატებული აღმოჩნდება და წინამორბედის ბედს არ გაიზიარებს. ამჟამად მეცნიერებისთვის მთავარი მიზანია, რომ ახალი ელემენტების ფართო წარმოება შეძლონ.