ტექნოპარკში ღონისძიება Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება
26 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში ღონისძიება სახელწოდებით Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება.
ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) - ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის - კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს.
როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, Cardano Blockchain Tbilisi-ზე განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტებისუპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.
ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი – რა იგეგმება თბილისში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ შესახებ ისაუბრეს.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომლის მთავარი მიზანი მეცნიერებისა და ახალი მიმართულებების ხელშეწყობა / დანერგვა იქნება.
Samsung Galaxy S10 წინა მოდელზე ორჯერ ძლიერი იქნება
ოფიციალური პრეზენტაციის მოახლოებასთან ერთად ინტერნეტში უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება Samsung-ის ახალი, მომავალი ფლაგმანის შესახებ. ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა პოპულარულმა ბენჩმარკმა Geekbench-მა, სადაც ტესტირება...
Google Play ძველი აპლიკაციებისაგან გასუფთავდება
2017 წლის დასასრულს კომპანია Google-მა გამოაცხადა რომ მოძველებული 32 ბიტიანი აპლიკაციებისათვის Android-ის მხარდაჭერას გააუქმებდა. ამჯერად კომპანიას ახალი მოთხოვნები გაუჩნდა და თარიღებიც მკაცრად დაასახელეს. მართალია,...
ინდოელი აქტივისტები PUBG-ს დაბლოკვას ითხოვენ
PlayerUnknown’s Battlegrounds-ის დაბლოკვას ითხოვენ ინდოელი აქტივისტები და საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებენ. ინდოეთში შუთერი იმდენად პოპულარულია, რომ სურთ აიკრძალოს. ამჯერად ბუნტი გამოიწვია თამაშის მობილური...
Google მსხვილი ჭკვიანი საათების მწარმოებლის ინტელექტუალურ პროტფოლიოს ყიდულობს
საუბარია კომპანია Fossil-ზე და თუ თქვენ მის შესახებ არაფერი გაგიგიათ მაშინ მოკლედ მომავიხილოთ ეს მწარმოებელი.
Fossil - არის კომპანია, ორმელიც ყიდის ძალიან ბევრ ჭკვიან საათს....
whatsApp-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია
კომპანია App Annie-ის მონაცემებით, მომხმარებების აქტივობის მიხედვით, whatsApp-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია.
ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ე.წ ტიტულს Facebook-ი იკავებდა, თუმცა, ბოლო შედეგებით პირველ ადგილს წელს whatsApp-ი იკავებს.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რეპორტში ზუსტი რიცხვები არ არის მითითებული, თუმცა, როგორც ჩანს გასულ თვეს აპლიკაციას 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.
Facebook-მა ასობით ყალბი რუსეთთან დაკავშირებული ანგარიში გააუქმა
Facebook- მა 364 ყალბი ამბების გვერდი და ანგარიში გააუქმა. ყველა ეს გვერდი/ანგარიში რუსულ სახელისუფლებო მედია “სპუტნიკთან” იყო დაკავშირებული.
Facebook-მა დამატებით 107 გვერდი გააუქმა, რომლებიც, წესით უკრაინიდან მართულები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც გაირკვა მათაც რუსული მხარე აკონტროლებდა და ამ გზით დეზინფორმაციას ავრცელებდა.
Facebook-ის განმარტებით, ეს გვერდები ანტი-დასავლურ, ანტი-დემოკრატიულ და "ნატოს" საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
როგორც ირკვევა, ჯამში ამ გვერდებს რეკლამირებაზე 2013 წლიდან $135 ათასი აქვთ დახარჯული.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა
16 იანვრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას ავთანდილ კასრაძე დაიკავებს.
კასრაძე უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციასასრულებდა. ის, ასევე, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა სააგენტოს დაარსების დღიდან.
ავთანდილ კასრაძე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისშედეგად შეირჩა.
საგანმანათლებლო სისტემაში მთავარი მიმართულება ინოვაციები, ტექნოლოგიები და მეცნიერება იქნება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით მუშაობაა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, განათლების ახალი მოდელი მოიცავს ინოვაციასა და ტექნოლოგიებს,უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ტექნოლოგიებსადა სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
როგორც განაცხადეს, განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი მიმართულება სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობაა, რათა საქართველო გახდეს ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილი.