რა თქმა უნდა მრავალბირთვიანი პროცესორების შესახებ აქამდეც გსმენიათ, მაგრამ UC Davis-ის დეველოპერებმა kiloCore 1 0000 ბირთვიანი მანქანა შექმნეს. მოწყობილობა ძალიან მძლავრია და გამოიყენება პარალელური გამოთველბისათვის, რომელიც საჭიროა შიფრაციისთვის, სამეცნიერო გამითვლებისთვის და ვიდეოს კოდირებისთვის. რა თქმა საუბარი არ არის მხოლოდ სიმძლავრეზე და წარმადობაზე, სისტემაში შესაძლებელია ინდივიდუალური ბირთვების გამორთვაც. ჩიპს შეუძლია 115 მილიარდი ინსტრუქციის შესრულება წამში, როცა მხოლოდ 0.7 ვატ ენერგიას მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესორი შეგიძლიათ ერთ ცალ AA ზომის ბატარეაზეც ამუშაოთ.

ჩიპის მასიური წარმოება დადგემილი არ არის. უნივერსიტეტმა ჩიპები IBM-ის ქარხანაში შეუკვეთა 32 ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რაც მოძველებულად ითვლება დღევანდელ ინდუსტრიულ 14 ნანომეტრთან. მიუხედავად ამიას ეს სერიოზული წინსვლაა მრავალბირთვიან არქიტექტურებში, რომელიც მობილურ მოწყობილობებში მსგავსი პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here