კომპანია Motorola თითქმის 90 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მან მთელი რიგი ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავა. მათ შორის პირველი კომერციული საკაბელო ტელევიზია, ტეელვიზორები, კომპიუტერები, რადიომიმღებები და რადიოტელეფონები, სმარტფონები და ჭკვიანი საათები. Motorola-ს პროცესორებზე Apple Macintosh და Palm-ის ჯიბის კომპიუტერები მუშაობდა ხოლო მისი ტრანსპონდერებით აღჭურვილი იყო კოსმოსური ხომალდები სოიუზი და აპოლონი.

motorola-history

1928 წელს ძმებმა პოლ და ჯოზეფ გალვინებმა იყიდეს ხელსაწყოები გადამყვანების შესაქმნელად, რომლებიც ბატარეებზე მომუშავე მიმღებებს ჩვეულებრივ ელექტრო დენზე მიაერთებდნენ. მოწყობილობები აუქციონზე 750 დოლარი დაჯდა. თავიდან კომპანიაში სულ 5 ადამიანი მუშაობდა და მათი სასტარტო კაპიტალი 565 დოლარი იყო. 2016 წლის კურსით ეს სულ რაღაც 8 100 დოლარი გამოდის.

ასეთი გადამყვანების გამოშვება საკმაოდ წარუმატებელი საქმიანობა გამოდგა და კომპანიას მოგება მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მოუტანა. ახალი რადიომიმღებები უკვე აღჭურვილი იყო საკმარისი ფუქნციონალით, რომ მათ ქსელიდანაც ემუშავად და ბატარეებიდანაც. მიუხედავად ამისა პოლ გალვინმა გაიგო იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა ინჟინერმა რადიომიმღებების ავტომობილებში დაყენება დაიწყო და იგივე ამოცანა თავის ინჟინრებსაც დაუსახა.

რადიო

პოლ გალვინმა ავტომობილის რადიოს მუშა მოდელი 1930 წელს წარმოადგინა რადიოს მწარმოებლების ასოციაციის კონვენციაზე. კონვენციიდან გალვინი უკვე შეკვეთებით დატვირთული დაბრუნდა, რამაც კომპანია გაკოტრებას გადაარჩინა.

რადიომიმღების სახელი იყო Motorola, სადაც “motor” – ეს არის “motorcar” ხოლო “ola” ამოღებულია სახელწოდებიდან “რადიოლა”. პირველი მოტოროლა Studebaker-ის ავტომობილში დააყენეს. 1947 წელს კომპანიამ სახლი Galvin Manufacturing Corporation-დან Motorola-ზე შეიცვალა მას შემდეგ, რაც 4 წლით ადრე აქციები ბირჟაზე განათავსა.

1930 წელს საავტომობილო რადიომიმღებები პოლიციის განყოფილებებზეც დაიწყო. კომპანიის ძალიან ბევრი პროდუქტი რადიოს უკავშირდება, მათ შორისაა რადიომიმღბები, პორტატიული რაციები, ფიჭური კავშირის აპარატურა და მობილური ტელეფონები.

motorola-radio

1955 წელს კომპანიამ წარმოადგინა პირველი მასიურად ხელმისაწვდომი გერმანიუმის ტრანზისტორები. მომდევნო წელს მათ ავტომობილის რადიო გამოუშვეს ამ ტრანზისტორებით, რომლებიც უფრო პატარა და ენერგოეფექტური იყო ვიდრე ადრეული მოდელები.

ამ მიმართულებით მუშაობისას Motorola-მ 1960 წელს წარმოადგინა სილიკონის ტრანზისტორი Mesa – რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატარა ხელმისაწვდომი ტრანზისტორი იყო. ამის შემდეგ კომპანიამ ჯიბის ტრანზისტორული რადიოს გამოშვება დაიწყო.

motorola-pocket-radio

რაციები და რადიოტელეფონები

ყველაზე დიდი წვლილი, რაც Motorola-მ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვებაში შეიტანა არის 1940 წელს გამოშვებული რაცია Hadie-Talkia SCR536. ეს მწოყობილობა 5,5 კილოგრამს იწონიდა, მუშაობდა 15 საათს ერთი დამუხტვით და სიგნალს 1,6 კილომეტრის მანძილზე იჭერდა.

motorola-handie-talkie

რაცია SCR300 უფრო განვითარებული ვერსია იყო, რომელშიც ერთ ადამიანს გადაქონდა ჩანთა ანტენით ხოლო მეორეს შეეძლო ყურმილით ესაუბრა. ახალი მოდელის მოქმედების რადიუსი 32 კილომეტრამდე იყო გაზრდილი.

motorola-handie-talkie-2

1946 წელს Motorola-მ ავოტმობილების რადიოტელეფონებით აღჭურვა დაიწყო. კომპანიის პირველ ცივილურ მიღწევას ჩიკაგოს მაცხოვრებლები ატესტირებდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კაცობრიობისთვის, რომელმაც საბოლოოდ საყოველთაო მობილურ კავშირამდე მიგვიყვანა. Motorola-ს ეს მცდელობა მხოლოდ ექსპერიმენტად დარჩა, რადგანაც სწრაფად ამოიწურა სისტემაში ხელმისაწვდომი ტელეფონის ნომრები, რომელთა რაოდენობა ლიმიტირებული იყო.

motorola-car-phone

1965 წელს Motorola-მ Ford Motor Company-სთვის კასეტებზე მომუშავე ფლეერების წარმოება დაიწყო.

motorola-car-audio-cassette

პირველი სიტყვები მთვარიდან დედამიწაზე 1969 წელს Motorola-ს მიერ შემუშავებული გადამცემების საშუალებით გაისმა, ხოლო 1975 წელს მისივე ტრანსპონდერებით იყო აღჭურვილი სოიუზისა და აპოლონის სისტემები.

ტელევიზორები და ტელევიზია

1957 წელს Motorola-მ შეიმუშავა და წარმოებაში გაუშვა პირველი საექსპერიმენტო ფასიანი ტელევიზია. სერვისი Telemovies საშუალებას იძლეოდა გადაცემების კაბელის საშუალებით მიღებულიყო. სერვისი ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ ქალაქში მუშაობდა და მისი მომხმარებლები Motorola TV-ით სარგებლობდნენ.

motorola-tv-table

თუმცა კომპანიამ ტელევიზორებთან და ტელევიზიასთან მუშაობა უფრო ადრე დაიწყო. 1947 წელს მათ გამოუშვეს პირველი ტელევიზორები Golden View. მათ ერთი წლის განმავლობაში მათ 100 000 VT71 სამაგიდო მოდელი გაყიდეს.

motorola-tv-2

Jerrold Electronics-მა, რომელიც მოგვიანებით Motorola-ს ქვედანაყოფი გახდება, შექმნა პირველი სატელევიზიო სისტემა ამერიკის აღმოსავლეთით კოაქსიალური კაბელის საშუალებით. 1954 წელს Motorola-ს გაყიდვების 70% ტელევიზორებზე და ავტომობილების რადიოზე მოდიოდა.

motorola-tv

ეს არის პორტატიული დიუმიანი ახალგაზრდული სტილის 19 დიუმიანი ჩემოდანი-ტელევიზორი Astronaut TV-ია.

motorola-19-bag

Motorola-მ ერთ-ერთი პირველი დისტანციური მართვის პულტი Transituner შექმნა.

motorola-remote

ნახეთ Quasar TV-სერიის ტელევიზორების რეკლამა:

1994 წელს გამოჩნდა Motorola CableComm ინტერაქტიული სისტემა, რომელიც საკაბელო ხელმომწერებს ზარების განსხორციელების და ინტერნეტთან სწრაფი კავშირის საშუალებას აძლევდა საკაბელო ტელევიზიის სისტემის საშუალებით.motrola-cable-comm

პეიჯერები

1956 წელს Motorola-მ წარმოადგინა Handie-Talkie პეიჯერი, რომელიც კლინიკების თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. ერთ სისტემაში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩართვა იყო შესაძლებელი. მთელი საავადმყოფოს მასშტაბით ექიმის სახელის გამოცხადების ნაცვლად შესაძლებელი გახდა მისთვის ინფორმაციის პირდაპირ მიწოდება.

ამ რეკლამაში, რომელსაც 90-იან წლებში უშვებდნენ, მამაკაცი წასულ მეგობარს შეტყობინებას უგზავნის.

ეს კი 1995 წლის რეკლამაა სადაც უკვე ეჭვგარეშეა Motorola-ს ლიდერობა კავშირის ამ სფეროში. აღსანიშნავია, რომ პეიჯერები დღემდე არსებობს და მას ექიმები, მეხანძრეები და სამხედროები იყენებენ.

1995 წელს ორმხრივი კავშირის მქონე პეიჯერი გამოვიდა. მოწყობილობა Tango-ს საშუალებით შეტყობინებებზე შესაძლებელი იყო სტნდარტული პასუხების გაცემა.

motorola-tango

ტელეფონები

1973 წელს Motorola-მ DynaTAC პროტოტიპი წარმოადგინა ფიჭური კავშირის ქსელებისათვის.

motorola-dynatac

იმისთვის, რომ მძღოლის ხელები არ ყოფილიყო დაკავებული ავტომობილის მართვისას Motorola-მ 1982 წელს ჰენდს-ფრი სისტემა შექმნა.

motorola-handsfree

1983 წელს DynaTAC-მა მიიღო ამერიკის კომუნიკაციების კომისიის სერტიფიკატი და უკვე 1984 წელს გამოჩნდა პირველი 800 გრამიანი მოდელები გაყიდვაში.

1982 წლის 13 ოქტომბერს პირველად განხორციელდა კომერციული ზარი ფიჭური ტელეფონით Motorola DynaTAC. სულ პირველი მობილური ზარი 10 წლით ადრე განახორციელა Motorola-ს თანამშრომელმა მარტინ კუპერმა, როცა AT&T-ში დარეკა და კონკურენტებს თავისი წარმატება ახარა. DynaTAC ტელეფონები 1984 წლიდან 1994 წლამდე იწარმოებოდა.

micro-tac

1989 წელს DynaTAC-ის შემდეგ MicroTAC გამოვიდა, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე პატარა და ყველაზე ჭკვიანი გაჯეტი იყო ბაზარზე. აი 1992 წელის რეკლამა:

1991 წელს ჰანოვერში, გერმანიაში კომპანიამ წარმოადგინა პირველი GSM სტანდარტის სადგური და მობილური ტელეფონი. ახალ სისტემას შეეძლო ზარების გადამისამართება, აკრძალვა, მოლოდინი და გლობალური როუმინგი.

ამ სურათზე მარცხნივ გამოსახულია Siemens, მარჯვნივ Motorola.

siemens-motorola

1996 წელს გამოვიდა Motorola StarTAC – რომლის სახელი და დიზაინი საკულტო სერიალის Star Trek-ის მოტივებზე შეიქმნა. ეს პირველი გასაშლელი ტელეფონი იყო მსოფლიოში და მისი წონა სულ რაღაც 88 გრამი იყო.

motorola-startac

2000 წელს GPRS-ის ერა დაიწყო და ის პირველად დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა Motorola-სა და Cisco Systems-ის წყალობით. Motorola-მ გააგრძელა სხვა და სხვა მოწყობილობების გამოშვება ბაზარზე, რომლებიც შესაძლოა უკვე თქვენც გახსოვდეთ ბავშვობიდან 🙂

ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გასაშლელი ტელეფონი იყო Motorola RAZR V3, რომელიც 130 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. კონკურენტებისგან ამ მოწყობილობას დიზაინი, თხელი კორპუსი, მეტალის უნიბოდი და განათებიანი კლავიატურა გამოარჩევდა. ტელეფონი 95 გრამს იწონიდა, ქონდა 2,2 დიუმიანი ეკრანი 176×220 პიქსელზე, 262 ათასი ფერი და გარე ეკრანი 96×80 ზომით. ტელეფონის კამერა 640×480 ზომის გამოსახულებას იღებდა.

motorola-razr-v3

კომპიუტერები

1984 წელს Motorola-მ წარმოადგინა MC68020 – 32 ბიტიანი მიკროპროცესორი 200 000 ტრანზისტორით 3/8 დიუმის ზომის ჩიპზე.

პროცესორი გამოიყენებოდა Apple Macintosh II, Macintosh LC და Sun 3 სამუშაო სადგურებში, ასევე Commodore Amiga 1200-სა და HP-ის მიკროკომპიუტერებში.

motorola-cpu

ჯიბის კომპიუტერები და სმარტფონები

Motorola-ს გამოსვლა სმარტფონების ბაზარზე შეიძლება დავიწყოთ Freescale Semiconductor-თან ერთა შექმნილი მრავალფუნქციური მიკროსქემის შექმნით, რომელიც ჯიბის კომპიუტერებისთვის იყო განკუთვნილი. პროცესორი 1995 წელს შეიქმნა და Palm-ის მოწყობილობებში გამოიყენებოდა.

palm

2000 წელს ჩინეთში გამოვიდა Motorola Acoompli A6188. ეს იყო ტელეფონი მონოქრომული სენსორული ეკრანით და შეეძლო ჩინური ხელნაწერი ტექსტის ამოცნობა. გაჯეტს ქონდა ორგანაიზერი, ლექსიკონი და ინტერნენტთან წვდომა.

accompli

2006 წელს ბაზარზე Moto Q გამოჩნდა QWERTY კლავიატურით. მოწყობილობა Windows MObile 5.0-ზე მუშაობდა, ქონდა 320×240 ფერადი ეკრანი და 1,3 მეგაპიქსელიანი კამერა.

moto-q

2000-იან წლებში კორპორაცია Motorola-მ დიდი ზარალი ნახა და ამიტომაც გადაწყვიტა არაეფექტური განყოფილებები გაეყიდა. Motorola Solutions-მა დაიტოვა ინტელექტურალური საკუთრების და აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი და ცალკე გამოეყო Motorola Mobility, რომელიც მოგვინებით Google-მა შეიძინა 12,5 მილიარდ დოლარად. Google-ის გეგმებში 4000 ადამიანის განთავისუფლება იყო სამსახურიდან, ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრიდან გასვლა და რამდენიმე R&D განყოფილების დახურვა იყო. მათ ასევე სურდათ დაეხურათ ოფისების მესამედზე მეტის დახურვა მთელს მსოფლიოში და ბიუჯეტური სმარტფონების მიმართულების გაუქმება.

2014 წელს Google-მა Motorola Mobility კომპანია Lenovo-ს მიყიდა 2,91 მილიად დორლარად 2000-მდე პატენტის თანხლებით, მაშინ როცა მას 15 000-მდე პატენტი დარჩა. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ Google-ის მთავარი მიზანი სწორედ ეს პატენტები იყო.

Lenovo-მ კომპანიის სახელწოდება Moto-მდე შეამოკლა და ახალი თაობის თანამედროვე სმარტფონებს უშვებს მსოფლიო ბაზარზე, რომელიც საკმარისი პოპულარობით სარგებლობს. 2015 წელს Lenovo-მ დაკარგა ბაზრის გარკვეული წილი ჩინეთში და 3,4 მილიონი მოწყობილობა გაყიდა წინა წლის 10,2 მილიონის ნაცვლად, მაგრამ კომპანია მაინც შევიდა უმსხვილესი მწარმოებლების მხუთეულში. კომპანია ცდილობს დაუბრუნოს Moto-ს ძველი წარმატება და ამას Lenovo-სთან ასოცირებით აპირებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here