კომპანია HTC-ის ანონსის თანახმად HTC Bolt საშუალო მონაცემების მქონე სმარტფონია, ყურსასმენების ბუდის გარეშე და დაცულია წყლისა და მტვრის შეღწევისგან.

დიზაინით და მასალით HTC Bolt ძალიან გავს კომპანიის მიმდინარე ფლაგმანს – HTC 10. ახალი სმარტფონს მაღალი დონის დაცვა აქვს წყლისა და კონდენსატისგან – IP57 სტანდარტის შესაბამისად. ყურსასმენების მიერთება მხოლოდ Bluetooth ან USB-C ინტერფეისით არის შესაძლებელი.

ტელეფონი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვა და მისი ფასი 600 დოლარი იქნება.

გაჯეტმა 2015 წლის ფლაგმანის მონაცემები მიიღო:

  • ეკრანი: 5,5 დიუმი 2560х1440 გარჩევადობით, Super LCD 3;
  • პროცესორი: Qualcomm 810 — 8 ბირთვი, 2 გიგაჰერცი, 64-ბიტი;
  • მეხსიერება: 3 გბ. ოპერატიული DDR4 და 32 ჩაშენებული, 2 ტერაბაიტამდე microSD ბარათების სლოტი;
  • აკუმლატორი: 3200 მა/სთ, Quick Charge 2.0;
  • ოპ. სისტემა: Android 7.0 Nougat და HTC Sence გარსი;
  • კამერა: მთავარი 16-მეგაპიქსელი, f/2.0, ოპტიკური სტაბილიზაცია და წინა 8 მეგაპიქსელიანი.
  • გაბარიტები: 153,6х77,3х8,1 მმ, 174 გრამი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here