HP-ის პაწია Xeon-ზე დაფუძნებული კომპიუტერი არცხვენს Mac Mini-ს

1087

HP-მ წარმოადგინა Z2 Mini, მინი პერსონალური კომპიუტერი, როემლიც სამუშაო სადგურის მონაცემებისაა და შეიცავს Intel Xeon-ის პროცესორს, NVIDIA Quadro M620 მობილურ გრაფიკულ ადაპტერს და M.2 SDD ტექნოლოგიას. მოწყობილობაში გამოყენებულია უძლიერესი ნოუთბუქისთვის გათვლილი ნაწილები, რისი წყალობითაც ის 2.3 დიუმის სიმაღლის ქეისშია მოთავსებული, რითაც ჩვეულებრივი ბიზნეს კლასის თაუერზე 90%-ით მცირეა ზომაში. მისი მაქსიმალური კონფიგურაციით ის ორჯერ უფრო მძლავრია ნებისმიერ მინი პერსონალურ კომპიუტერზე და საშუალებას გაძლევთ ერთდროულად გამოიყენოთ 6 მონიტორიანი კონფიგურაცია.

hp-z2-mini-g3-2016-11-15-07

მოწყობილობა შეგიძლიათ შეიძინოთ 32 გიგაბაიტი DDR4 ოპერატიული მეხსიერებითა და HP Z Turbo Drive-ით, რომელიც M2 SSD ტექნოლოგიით მოგცემთ 1 გიგაბიტი/წმ წაკითხვის სიჩქარესა და 1.5 ტერაბაიტამდე მოცულობას. შესაძლებელია Intel Core i7, i5, i3 პროცესორით ან უფრო ძვირადღირებული Intel Xeon E3-1200v5 პროცესორით აღჭურვილი მოდელის ყიდვა, რომელიც ფაქტიურად სამუშაოს სადგურებსა და სერვერებში გამოიყენება.

hp-z2-mini-g3-2016-11-15-05

კიდევ ერთი ოფციაა NVIDIA-ს მობილური M620 Quadro გრაფიკული პროცესორი, რომელსაც 2 გიგაბაიტი მეხსიერება აქვს, განკუთვნილია სამუშაო სადგურებისთვის და რეკომენდებულია Autocad და 3DS max-ის მსგავსი აპლიაციებისათვის. მას არ აქვს NVIDIA-ს VR Ready კლასიფიკაცია და არ არის სერტიფიცირებული Oculus Rift ან HTC Vive-ის მიერ, მაგრამ საკმარისია საშუალო დონის სათამაშო წარმადობა აჩვენოს.

Z2 მინის ნამდვილად აკლია რამდენიმე საინტერესო ოფცია და მათ შორისაა Thunderbolt 3 პორტი, რომელიც ვიდეო რედაქტორებისთვის დამატებითი საცავის მიერთებას უზრუნვეყოფდა. ასევე არ აქვს HDMI პროტი თუმცა USB-C პორტზე შესაძლებელია ადაპტერის მიერთება.

მინიმალური კონფიგურაცია 699 დოლარი ეღირება და სავარაუდოდ ეს იქნება Intel Core i3 პროცესორით აღჭურვილი მოდელი დისკრეტული გრაფიკის გარეშე. როგორ HP ამბობს სიახლე დეკემბრიდან იქნება გაყიდვაში, რის შემდეგაც მის შესახებ უფრო მეტი იქნება ცნობილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here