ჩამოსვლა: როგორ ვისაუბრებთ უცხოპლანეტელებთან მათი ვიზიტის შემთხვევაში

ფილმში “ჩამოსვლა“, რომელიც ახლახან გამოვიდა კინოთეატრების ეკრანებზე, დედამიწაზე მოფრინდება თორმეტი უცხოპლანეტელების ხომალდი. უცხოპლანეტელები შვიდფეხა არსებები “ჰექტაპოდები” არიან, რომლებიც რამდენიმე ადამიანს უფლებას აძლევენ ხომალდზე შევიდნენ და მათთან ურთიერთობა დაამყარონ, მაგრამ არანაირი უნივერსალური თარჯიმანი, რომელიც მათთან საუბარს გაამარტივებდა არ არსებობს. ამიტომაც ყოველი ქვეყანა მათთან თავის საუკეთესო ლინგვისტებს აგზავნის. ფილმის მთავარი გმირი ლუიზა ბენქსი გახდა, რომლის როლსაც ემი ადამსი ასრულებს.

arrival-2

ბენკსი გადაჰყავთ უახლოეს კოსმოსურ ხომალდთან მონტანაში და მას  ჩამოსულების ენის გაშიფრვის დავალებას აძლევენ.  მთავარი ამოცანა ჩამოსვლის მიზნის დადგენაა. იმისთვის, რომ გაიგონ თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ ლინგვისტებს არამიწიერი ენის გაშფრვისას ფილმის შემქმნელებმა ჯესიკა კუნს მიმართეს, რომელიც მაკგილის უნივერსიტეტის ლინგივისტიკის პროფესორია.

“ეს არ არის ტიპიური უცხოპლანეტელები “Star Trek”-დან, რომლებსაც ორი ხელი, ფეხი და ჩვენი მსგავსი ვოკალური სისტემა აქვთ და განსხვავება მხოლოდ მცირე ვიზუალური დეტალებია” ამბობს კუნი. “ისინი საერთოდ არ გვანან ადამიანებს და მათი ხმები სრულიად არაადამიანურია. ძალიან დიდია იმის ალბათობა რომ მსგავსი რამ რეალურად მოხდეს”

რატომ უნდა იყოს უცხოპლანეტელების ენის გაშიფრვა ძნელი? რას იზამენ ლინგვისტები ასეთ შემთხვევაში?

თუ უცხოპლანეტელები ოდესმე დაეშვებიან დედამიწაზე და მათი ენა ჩვენთვის გაუგებარი იქნება, ეს ძალიან ძნელი ამოცანა შეიძლება გახდეს.

“ლინგვისტებმა დაადგინეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანური ენები სხვა და სხვა ჟღერადობით გამოირჩევა და მათი გრამატიკა ძირეულად განსხვავდება, საერთო სქემის გამონახვა მაინც არის შესაძლებელი” – ამბობს კუნი. ამიტომაც ადამიანური ენის შესახებ ნაწილობრივი ინფორმაციის მოპოვებით შესაძლებელია საკმაოდ ზუსტი პროგნოზების გაკეთება ამ ენის სხვა კომპონენტების შესახებაც.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იგივე მეთოდებით უცხო პლანეტელების ენაც გაიშიფროს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ადამინებს აქვთ ენის შესწავლის ინსტიქტური მონაცემებიც. ამიტომაც ჩვენი გენეტიკის ნაწილი მორგებულია ჩვენს ყოფიერებაზე და ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ სხვა არსებებს ქონდეთ იგივე მონაცემები ან ქონდეთ ჩვენნაირი მეტყველების ლოგიკა.

ასევე არის ემოციები, რომლებიც ადამიანურ ენაში გამოხატულია და შესაძლოა სხვა ცივილიზაციისთვის საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი. ლინგვისტებს არ შეუძლიათ თუნდაც იმის მტკიცება, რომ უცხოპლანეტელების ენაში არსებითი სახელები იქნება, ან კითხვები და სხვა ელემენტები, რომლებიც ჩვენი საუბრის უმთავრესი ელემენტებია.”ჩვენ მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მათ საუბარში იქნება ჩვენთვის ადვილად მისახვედრი ელემენტები და მათ მისადაგებას შევძლებთ ვიზუალურ მხარესთან” – ამბობს პროფესორი.

ჩვენი ბიოლოგიური მონაცემებიც კი შეიძლება ბარიერი გახდეს უცხოპლანეტელების ენის შესწავლაში. თუ დავუშვებთ, რომ ჩვენს სტომრებს აქვთ პირი, ჩვენ შესაძლოა საერთოდ ვერ ამოვიცნოთ, რომ ისინი რამის თქმას ცდილობენ. ტედ ჩანგის “შენი ცხოვრების ისტორია”, რომლის მიხედვითაც გადაიღეს “ჩამოსვლა”, პერსონაჟი ბენკსი ამბობს, რომ ადამიანის ყურები და ტვინი იმისთვის შეიქმნა, რომ აღიქვან საუბარი, რომელიც ხმოვანი ტრაქტისგან მოდის. მაგრამ უცხოპლანეტელების შემთხვევაში შესაძლოა მათი ყურები ამისთვის გამოუსადეგარი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი მაინც იქნა მიღწეული ბენკსმა და მისმა კოლეგებმა ვერ შექმნეს ხმაური, რომელსაც უცხოპლანეტელები გამოსცემდნენ. სასუბრო ენასთან ყველაფერი გაცილებით რთულია იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უცნაური ხმების გამოცემა, როგორიცაა კატის კრუტუნი ან ვეშაპების ზმუილი.

საველე სამუშაოების განმავლობაში კუნმა ერთი თვე მექსიკაში გაატარა, სადაც მაიას ტომების ენას “ჩოლს” სწავლობდა. “რა თქმა უნდა ძნელია შეადარო ჯუნგლებში გამგზავრება უცხოპლანეტელებთან შეხვედრას” აღიარებ კუნი, მაგრამ მერე ამბობს, რომ ლუიზა ბენკსის მცდელობები გაშიფროს უცხო ცივილიზაციის ენა საკმოდ ზუსტად გადმოსცემს ამ პროცესს რეალურ პირობებში.

თუ მომავალი ლინგვისტები ამ ამოცანის წინაშე აღმოჩნდებიან მათ მოუწევთ მისალმება, გაცნობა, მათი მიზნების ჩამოყალიბება და დამწერლობის ნიმუშების წარდგენა. ისვე როგორც ბენკსი ლინგვისტები დაიწყებენ მარტივი ტერმინების გარკვევით სანამ გაცილებით რთულ შეკიტხვებს დასვამენ.

“ფილმში არ არის ყურადღება გამახვილებული იმაზე თუ, როგორ გაშიფრა მან ენა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი – მათ შექმნეს სცენა, რომელშიც ემი ადამსი და ჯერემი რენერი მუშაობენ ერთად და ცალ-ცალკე, იღებენ მარტივი მოქმედებების თარგმანებს და ეტაპობრივად ჩანს კიდევაც თუ როგორ იკვეთება პასუხები მიღებულ ლოგოგრამებში. ვფიქრობ სწორედ ამით იქნებიან დაკავებული ლინგვისტები, როცა რეალურად მოუწევთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტში შესვლა” -ამბობს პროფესორი.

უცხო ადამიანური ენების გაშიფრვისას ლინგვისტებს თან მიაქვთ რამდენიმე მარტივი ინსტრუმენტი, დიქტოფონი, კამერა, რამდენიმე ფანქარი და ქაღალდი. ასევე უკვე არსებული მონაცემები შესასწავლი ენის შესახებ თუ ასეთი არსებობს. პირველი ამოცანაა ჰიპოთეზების შემუშავება გრამატიკის შესახებ, ხოლო შემოდგმი მისი დახვეწა და პრაქტიკაში ტესტირება ენის მატარებლებთან კონტაქტის პირობებსი.

ასე რომ სინამდივლეში უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის დამყარებისას უმნიშვნელოვანესი იქნება მათთან უშაუალო კონტაქტი, მაგრამ რა ვქნათ თუ მიახლოების საშუალება არ გვენება?

ფილმში პირველი შანსი ბენკსს ერგო, როცა მას აუდიო მასალა მოასმენიეს სამხედრო პირებმა და მისი გაშიფრვა სთხოვეს. “რა თქმა უნდა ეს შეუსრულებელი ამოაცანაა. საჭიროა თუნდაც უმნიშვნელო მინიშნება ჟღერადობასა და აზრს შორის” – ამბობს კუნი. მაგრამ თუ ბენკსი მიიღებდა უფრო დიდი მოცულობის აუდიო და ვიდეო მასალას ის შეძლებდა მათი ერთმანეთთან დაკავშირებას. “ინფორმაციის საკმარისი მოცულობის შემთხვევაში შესაძლებელია ვცადოთ ენის გრამატიკის თუნდაც საწწყისების აგება.” – ამბობს პროფესორი.

უძველესი ადამიანური ენების გაშიფრვა მათ მატარებლებთან ურთიერთობის გარეშე მოხერხდა. თუ ინდორმაცია საკმარისია, თუ არის ისტორია და კონტექსტი, არის გაშიფრვის რეალური შანსი თუნდაც პირდაპირი კონტაქტის გარეშე.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ უცხოპლანეტელების ენა მათი რადიო გადაცემებიდან ან პირიქით მათ გაიგონ ჩვენი? “მე არ გამიკვირდება, თუ არსებები რომლებსაც შეუძლიათ გიგანტური კოსმოსური ხომალდების მშენებლობა, ადვილად შეძლებენ ჩვენი ენის შესწავლას ჩვენივე რადიო გადაცემებიდან, რომლებსაც განუწყვეტლივ ვასხივებთ კოსმოსში. ჩვენც შეგვიძლია იგივეს გაკათება თუ გვექნება შესაბამისი რესურები და ინფორმაცია” – ამბობს კუნი.

წინა სტატიაGoogle Play Store კიდევ ოთხ Chromebook-ზე იქნება
შემდეგი სტატიაApple-მა WiFi როუტერების გამოშვება შეწყვიტა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი