გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანია Google საკუთარი ჭკვიანი საათების გამოშვებისთვის ემზადება, რომლებიც Angelfish და Swordfish კოდური დასახელებითაა ცნობილი. ოქტომბერში ერთ-ერთმა ინსაიდერმა ევან ბლასმა (Evleaks) განაცხადა, რომ ამ საათებს მომავალი წლის პირველ კვარტალში ვიხილავთ. ახლა უკვე ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ჯეფ ჯანგმა, რომელიც Android Wear-ზე არის პასუხისმგებელი, ექსკლუზიურ ინტერვიუში The Verge-თან ამბობს, რომ კომპანია ნამდვილად გამოუშვებს ფლაგმანური საათბს და ეს მომავალი წლის დასაწყისისთვის იგეგმება. ეს პირველი მოწყობილობები იქნება ბაზარზე, რომლებიც Android Wear 2.0-ზე იმუშავებს.

ჯეფ ჩანგმა ასევე თქვა, რომ ეს საათები არ იქნებიან Pixel მოწყობილობების კვალდაკვალ და მათზე Google-ის ლოგოტიპი არ იქნება. საათები მწარმოებლების ბრენდირებით გამოვა, რომელსაც უკვე აქვს Android Wear მოწყობილობების გამოშვების გამოცდილება. ჩანგმა ეს თანამშრომლობა Nexus პროგრამასაც კი შეადარა, როცა მსხვილი მწარმოებლები უშვებდნენ სმარტფონს, რომლისთვისაც Google ამზადებდა საოპერაციო სისტემას და მის შემდგომ განახლებებს.

ამის გარდა ჩანგმა მინიშნებაც გააკეთა, რომ Google-ის სმარტ საათების რელიზის შემდეგ ძალიან ბევრი მწარმოებელი გამოუშვებს Android Wear 2.0 მოწყობილობებს. პირველი ანონსები უკვე CES 2017-ზე და Baselword-ზე გაკეთდება. Google აპირებს დაეხმაროს კომპანიებს გამოუშვან და განავითარონ ჭკვიანი საათები, რომელბიც ამ კატეგორიას უფრო პოპულარულს გახდის.

ჩანგმა ასევე თქვა, რომ Android Wear 2-ის მე-5 და ბოლო ბეტა ვერსია იანვარში გამოვა. უკვე გამოშვებული მოწყობილობები განახლებულ საოპერაციო სისტემას Google-ის მოწყობილობების გამოსვლის შემდეგ მიიღებენ.

წინა სტატიაBeeline – 3G ქსელის მშენებლობას იწყებს
შემდეგი სტატიაCyanogen OS – აღარ განახლდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი