კომპანია AMD-მ პირველად Computex 2017-ზე ახალი 16 ბირთვიანი პროცესორი Ryzen Threadripper წარმოადგინა, პრეზენტაციაზე მისი შესაძლებლობების დემონსტრაცია მოახდინეს თამაშებსა და ტესტებში.

AMD-ს ახალი პროცესორის შესაძლებლობების დემონსტრაცია ერთგვარი პასუხია Intel Core i9-ზე, რომელიც სამშაბათს წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ Intel-ის ახალ პროცესორს 18 ბირთვი აქვს, რაც 2-ით მეტია ვიდრე Threadripper-ს, თუმცა ამის საპასუხოდ AMD-ს პროცესორი 44 PCIe ხაზის ნაცვლად 64-ს მიიღებს, რომელთაგან ოთხს პროცესორი ჩიპსეტთან და საბაზისო პროტებთან კავშირისთვის გამოიყენებს.

Threadripper მონაცემთა დამუშავების მრავალნაკადიან ტექნოლოგიას ფლობს და ოთხ არხიანი DDR4 მეხსიერების კონტროლერი აქვს.

ასე გამოიყურება ახალი 16 ბირთვიანი პროცესორი AMD Ryzen Threadripper მასთან ერთად წარმოდგენილი 4 ბირთვიან მობილურ ჩიპთან Ryzen Mobile. ფასები და გამოშვების თარიღი პრეზენტაციაზე არ დაუსახელებიათ.

წინა სტატიაენდი რუბინმა სმარტფონი Essential წარმოადგინა
შემდეგი სტატიაComputex: Dell-მა პირველი მონობლოკები გამოუშვა AMD Ryzen-ის ბაზაზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი