CES 2022-ის ფარგლებში AMD ოფიციალურად წარმოადგინა Ryzen 6000 პროცესორები ნოუთბუქებისათვის, რომლებიც 6 ნანომეტრიანი პროცესითაა შექმნილი და Zen 3+ არქიტექტურაზეა დაფუძნებული. პროცესორში ჩაშენებულია RDNA 2 გრაფიკული ბირთვები. წინა თაობასთან შედარებით გამოთვლითი სიმძლავრე 1,3-ჯერ გაიზარდა, ხოლო თამაშებში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია.

H სერიის პროცესორები განკუთვლინია მძლავრი სათამაშო და გრაფიკული მოწყობილობებისთვის, როცა U სერიის ჩიპები გმოყენებული იქნება თხელ და მსუბუქ ნოუთბუქებში.

სერიაში ფლაგმანურ პროცესორს 8-ბირთვიანი 16-ნაკადიანი Ryzer 9 6980HX აქვს, 3,3 გჰც სიხშირით და ტურბო ბუსტით 5 გჰც-მდე. ჩიპში 12 RDNA 2 გრაფიკული ბირთვიანი 2,4 გჰც. სიხშირით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი Ryzen პროცესორი 5 გჰც. სიხშირის მხარდაჭერით.

მოდელიბირთვუ/ნაკადისაბაზიზო სიხშირეტურბო სიხშირეკეში L2 + L3GPU სიხშირეტექპროცესიTDP
Ryzen 9 6980HX8/163,3 გჰც5,0 გჰც 20 მბ12 (2,4 გჰც )6 ნმ45+ ვტ
Ryzen 9 6980HS8/163,3  გჰც 5,0 გჰც 20 მბ 12 (2,4 გჰც )6 ნმ 35 ვტ
Ryzen 9 6900HX8/163,3  გჰც 4,9  გჰც 20 მბ 12 (2,4 გჰც )6 ნმ 45+ ვტ
Ryzen 9 6900HS8/163,3  გჰც 4,9  გჰც 20 მბ 12 (2,4 გჰც )6 ნმ 35 ვტ
Ryzen 7 6800H8/163,2  გჰც 4,7  გჰც 20 მბ 12 (2,2 გჰც )6 ნმ 45 ვტ
Ryzen 7 6800HS8/163,2  გჰც 4,7  გჰც 20 მბ 12 (2,2 გჰც )6 ნმ 35 ვტ
Ryzen 5 6600H6/123,3  გჰც 4,5  გჰც 19 მბ 6 (1,9 გჰც )6 ნმ 45 ვტ
Ryzen 5 6600HS6/123,3  გჰც 4,5  გჰც 19 მბ 6 (1,9 გჰც )6 ნმ 35 ვტ
Ryzen 7 6800U8/162,7  გჰც 4,7  გჰც 20 მბ 12 (2,2 გჰც )6 ნმ 15-28 ვტ
Ryzen 5 6600U6/122,9  გჰც 4,5  გჰც 19 მბ 6 (1,9 გჰც )6 ნმ 15-28 ვტ
Ryzen 7 5825U8/162,0  გჰც 4,5  გჰც 20 მბ 8 (1,8 გჰც )7 ნმ 15 ვტ
Ryzen 5 5625U6/122,3  გჰც 4,3  გჰც 19 მბ 7 (1,6 გჰც )7 ნმ 15 ვტ
Ryzen 3 5425U4/82,7  გჰც 4,1  გჰც 10 მბ 6 (1,5 გჰც )7 ნმ 15 ვტ

Ryzen 6000 პროცესორები ორჯერ მეტ გრაფიკულ შესაძლებლობებს გვაძლევს Ryzen 5000 სერიასთან შედარებით. ეს შესაძლებელი გახდა Vega-დან RDNA 2-ზე გადასვლით, რომელიც ასევე გამოიყენება Radeon RX 6000 ვიდეო ბარათებში, კონსოლებში Xbox Series X|S და Playstation 5. RDNA 2 – Ryzen 6000-ში სხივების ტრასირების ტექნოლოგიასაც გვთავაზობს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო U სერიის ჩიპების ტესტირებას, რომლებიც დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება ნოუთბუქებში დისკრეტული გრაფიკის გარეშე. თამაშებში Deathloop და Call of Duty: Vanguard – 1080p გარჩევადობაზე მიღებულ იქნეა 73 და 114 FPS შესაბამისად, როცა გამოყენებული იყო AMD FidelityFX Super Resolution.

და ბოლოს, Ryzen 6000-ში არის USB4-ის მხარდაჭერა 40 გიგაბიამდე გამტარობით, PCIe Gen 4, DDR5 4800 MT/s და LPDDR5 6400 MT/s, HDMI 2.1 კადრების მაღალი სიხშირით და VRR, Wi-Fi 6E და Bluetooth LE 5.2.

ახალი ნოუთბუქები წარმოდგენილი პროცესორებით უკვე თებერვალში გამოვა, ხოლო წლის ბოლომდე 200 ნოუთბუქამდე გამოვა პრემიუმ კლასის მონაცემებით.

წინა სტატიაApple-მა გამოუშვა ახალი რეკლამა Apple Watch Series 7-ისთვის. ეს არის სამი რეალური ისტორია
შემდეგი სტატიაApple წელს გამოუშვებს iPhone 14-ს ბზინვარების გარეშე და მრგვალი კისრით წინა კამერისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი