ახალ ჭკვიან კამერაში, რომელიც კომპანია Google-მა 4 ოქტომბრის ღონისძიებაზე Pixel 2-ებთან ერთად გამოუშვა Movidius-ის ჩიპი აღმოაჩინეს, რომელიც კომპანია Intel-ს ეკუთვნის. სწორედ ის აძლევს საშუალებას მოწყობილობას ანალიზი გაუკეთოს ნანახ გამოსახულებას. შეგახსენებთ, რომ Clips იყენებს მანქანურ შესწავლას, რომ მიხვდეს თუ ვისთან ერთად ატარებთ ყველაზე მეტ დროს და ამის მიხედვით ავტომატურად გადაუღებს სურათებს ამ ადამიანებს, რითაც ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო მომენტებს შეინახავს.

როგორც გაირკვა, Google Clips-ში გამოყენებული Myriad 2 ჩიპი, რომელსაც მწარმოებელია ვიზუალური დამუშავების ბლოკს (VPU) ეძახის. ჩიპსეტი სპეციალურად შეიქმნა მანქანური მხედველობის ამოცანების გადაჭრისთვის და მათ შორის არის ობიექტების ამოცნობაც. Movidius ამბობს, რომ ეს პირველი ჩიპია ინუსტრიაში, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას. ადრე ის გამოიყენებოდა Project Tango-ს ფარგლებში Google-ის მიერ და DJI-ის უპილოტო მფრინავ აპარატებში.

ჩიპი Myriad 2 საშუალებას აძლევს Google Clps კამერას შეასრულოს გამოსახულების ანალიზი მოწყობილობაზევე მისი ღრუბელში გადაცემის გარეშე. ეს სასრგებლოცაა, კონფიდეციალურაობასაც უზრუნველყოფს და ენერგომოხმარებასაც აუმჯობესებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here