ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვიანი სიჩუმის შემდეგ ისევ გავრცელდა ხმები ჯერ კიდევ დაუანონსებელ სმარტფონ Xiaomi X1-ის შესახებ. ამ შემთხვევაში, ინტერნეტში გავრცელებულ ხმებთან ერთად გავრცელებული რენდერული მასალის მოძიებაც გახდა შესაძლებელი. მოსალოდნელია, რომ კომპანიამ გახსნას ახალი ხაზი ხელმისაწვდომი უჩარჩოო სმარტფონებისა. ვიზუალურად მოწყობილობა ძალიან მსგავსი იქნება LG-ის თხელი ჩარჩოების მქონე სმარტფონების.

როგორც ცნობილია, Xiaomi X1-ს ექნება 6 დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 2160х1080. უკანა მხარეს ექნება ორმაგი კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი.
მას ექნება პროცესორი Snapdragon 660, 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერება 64 ან 128 გბ.
წინა მხრიდან მოწყობილობა ძალიან ჰგავს Xiaomi Redmi 5 Plus-ს.

Xiaomi X1-ის რენდერები ჩინური ბრენდის ფანების მიერაა შექმნილი. გაჯეტის არსებობის შესახებ არანაირი ოფიციალური წყარო არ არსებობს.

წინა სტატიაGoogle-ის 4 ოქტომბრის ღონისძიების მიმოხილვა
შემდეგი სტატიაOnePlus – მომხმარებლის ინფორმაციას უნებართვოდ აგროვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი