Samsung-მა დააპატენტა რამდენიმე საინტერესო ესკიზი: დაჭერის ძალის მიმართ სენსიტიური მოქნილი ეკრანი და ჭკვიანი საათი ბატარეის უცნაური ადგილმდებარეობით. სავარაუდოა, რომ ახალი ეკრანი განკუთვნილია Galaxy X-სათვის – მისი ეკრანი შექმნილი იქნება მატერიისაგან, რომელიც მარტივად იღუნება დაჭერისას.

Samsung-ის მეორე პატენტი აღწერს ჭკვიან საათს, რომელსაც აქვს საინტერესო ფუნქცების მთელი ასორტიმენტი. მაგალითად, აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, კამერა და დისტანციის სენსორი. თუმცა, ყველაზე მოულოდნელი იყო ბატარეის ადგილმდებარეობა: ის განათავსეს მოხსნად სამაჯურში. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იქნება სილიკონის, ნაჭრის და მეტალის სამაჯურებისთვისაც.

 

სამაჯურის მოხრის ადგილას (სურათზე მწვანედ მონიშნულია) ჭკვიან საათს აქვს LED მცვენებლები. სურათზე, მოწყობილობა არ ჩანს, ვიდრე Gear ხაზის სხვა საათები.

რამდენად რეალურია დაპატენტებული პროდუქტების აღწერა ჯერჯერობით არ არის ცნობილი. თუმცა, შესაძლოა კორეულმა კომპანიამ ჩამოთვლილთაგან გარკვეული ტექნოლოგიები ნამდვილად გამოიყენოს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here