არასანდო ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით Facebook-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სრულიად აკრძალა ნებისმიერი კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამა, ასევე ბინარული ოფციონების პრომოუშენი, რომლის მიღმაც ხშირად თაღლითური სქემები იმალება.

Facebook განმარტავს, რომ კომპანიის აზრით ეს ფინანსური პროდუქტები და სერვისები “ხშირად უკავშირდება თვალთმაქცურ სარეკლამო პრაქტიკას” და მოყავს რამდენიმე მაგალითი, რითაც ხსნის თუ როგორი ხასიათის რეკლამა იქნება დაბლოკილი ნიუსფიდში.

1251966.png

მავნე პროგრამები, რომლებიც კომპიუტერებსა და სმარტფონებს ავირუსებს მაინინგისა და საფულეების პაროლების მოპარვის მიზნით არის თაღლითობის მხოლოდ ერთ-ერთი სახეობა, რომელიც კრიპტოვალუტას უკავშირდება.

კარგია, რომ Facebook ცდილობს ებრძოლოს თაღლითებს, რომელთა გამოც მთელს მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა დაკარკა მილიონობით დოლარი კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების პერიოდში.

წინა სტატიაBitcoin-ის ქსელში საკომისიოს ოდენობა რეკორდულად დაბალია
შემდეგი სტატიაGalaxy A8|A8+ უკვე გაყიდვაშია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი