9 ივნისს, თბილისში, ისთ ფოინთის ცენტრალურ სივრცეში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით STEM ფესტივალი გაიმართება, სადაც დამთვალიერებელი 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერმენტსა და  ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა, აქვე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გამოგონება. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული გამომგონებლების ნამუშევრების ჩვენებაც.

stem ფესტივალში თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და მარნეულის სკოლების 12-18 წლამდე მოსწავლეები და შშმ გამომგონებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.  

ფესტივალის მიზანია, კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.  

STEM  ფესტივალის მხარდამჭერია:

  • სკოლა-ლიცეუმი სხივი;
  • მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
  • ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
  • რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here