კომპანია ggGeorgia კონკურსის შედეგად შერჩეულ ქართულ სტარტაპს  Sevan Startup Summit 2018-ზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

გამარჯვებულები 1 კვირის განმავლობაში იმუშავებენ ტოპ ბიზნესმენებს, მარკეტერებსა და სპიკერებთან ერთად და ღირსეულად წარადგენენ საქართველოს.

“gg აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო სფეროში და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაში. 15 ივნისს კომპანია gg იყო ღონისძიება “Start-up Weekend Youth Tbilisi 2018”-ის მთავარი სპონსორი. კონკურსზე მოგებული გუნდი სრულიად უფასოდ მონაწილეობას მიიღებს “Sevan Start-up Summit”-ზე,

სადაც მათ შეეძლებათ, განახორციელონ თავიანთი ინოვაციური იდეა. 1 კვირის განმავლობაში იმუშავებენ ტოპ ბიზნესმენებს, მარკეტერებსა და სპიკერებთან ერთად და ღირსეულად წარადგენენ საქართველოს! გარდა ამისა, შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ 1 გუნდი არ იყო საკმარისი საქართველოს სახელით გამოსვლისთვის და გადავწყვიტეთ, რომ კონკურსი გამოგვეცხადებინა მოქმედი სტარტაპებისთვისაც. კონკურსი ახლაც მიმდინარეობს და გამარჯვებული გამოვლინდება 15 ივლისს. დაინტერესებულმა პირები, რომლებიც ფიქრობთ, რომ გაქვთ ინოვაციური, საინტერესო სტარტაპი ან გეგმა, შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ მოკლე აღწერილობა ელ-ფოსტაზე!” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას კომპანია gg-ს წამომადგენელმა ნიცა შონიამ.

პროექტის მოკლე აღწერა უნდა გააგზავნოთ ელ ფოსტაზე: info@ggtaxi.ge!

(subject-ის ველში ჩაწერეთ Sevan Startup Summit)

გაგზავნის ბოლო ვადაა: 10 ივლისი

“ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საუკეთესომ გაიმარჯვოს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარსდგეს მსოფლიო ასპარეზზე!”

კომპანია gg არის IT სტარტაპ კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია სატრანსპორტო ხაზით. ეს არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადაადგილება საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ხვადასხვა ქალაქებში და დამატებითი თანხის გამომუშავება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საკუთარი ავტომობილი.

წინა სტატიასაქართველოში სტარტაპების პირველადი დაფინანსების ფონდის შექმნა იგეგმება
შემდეგი სტატიათავისუფალი პარკინგის ადგილის ძიების ქართული სისტემა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი