10 წლის წინ კომპანია Google-მა ახალი ბრაუზერი Chrome გამოუშვა. პირველად ის Windows-ზე გამოვიდა და ერთი წლის შემდეგ macOS და Linux პლატფორმებზე. Chrome სწორედ მაშინ გამოჩნდა ბაზარზე, როცა დეველოპერებისა და მომხმარებლების უკმაყოფილება იზრდებოდა Internet Exolorer-ის მიმართ და Mozilla ჯერ კიდევ ადრეული განვითარების ეტაპზე იყო.

Google-მა Apple-ის WebKit-ისა და Mozilla-ს კომპონენტები გამოიყენა ახალი ბრაუზერის შექმნისათვის და ღია წყაროს სახით გამოაქვეყნა Chromium პროექტის სახით. Chrome-ში ფოკუსი HTML 5-ზე და ახალ ვებ სტანდარტებზე გაკეთდა. მან გამოსვლისთანავე დაძლია Acid1 და Acid2 ტესტები. Chrome-ის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო ინტერნეტის განვითარებაში, რადგანაც Microsoft-ს უჭირდა ღია ვების სტანდარტების მხარდაჭერის განხორციელება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა “სენდბოქსინგი” იყო, რომლის წყალობითაც ბრაუზერის ყოველი ჩანართი ცალკე პროცესი გახდა და ერთის გაჭედვის შემთხვევაში სხვა გახსნილი სესიები უვნებელი რჩება. აღსანიშნავია V8 JavaScript ძრავა,რომელსაც კომპანია დღემდე აუმჯობესებს და ხვეწავს.

10 წლის შემდეგ Chrome ბაზარზე პირველია და მისით მომხმარებლებჯს 60% სარგებლობს. Chrome უკვე არა მხოლოდ ბრაუზერია, არამედ სრულფუნქციური პლატფორმაა საოპერაციო სისტემის შემდეგ. Chrome OS ნათელი მაგალითია ის თუ რამდენად მძლავრი შესაძლებლობები აქვს მას როგორც ვებ-აპლიკაციების პლატფორმას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here