პირველად საქართველოში, 19-21 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი  –  NASA International Space App Challenge გაიმართება.

ჰაკათონი საქართველოში თბილისის სტარტაპბიუროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ორგანიზებით
ტარდება.

NASA International Space App Challenge არის ყველაზე დიდი ჰაკათონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება და დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. 

ჰაკათონის ფარგლებში შექმნილ საუკეთესო პროექტებს ორგანიზატორები საერთაშორისო ჯილდოზე წარადგენენ.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს  ­– მეცნიერს, დიზაინერს, გამომგონებელს, მშენებელს, კოდერს, ტექნოლოგსა და სხვ.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია 16 ოქტომბრამდე.

რეგისტრაციისთვის

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შერჩეულ მონაწილეებს 17 ოქტომბრამდე დაუკავშირდებინ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here