კონტენტზე გადასვლა
საქართველოში “აკადემია ევროპეას” რეგიონული ცენტრი გაიხსნება

საქართველოში “აკადემია ევროპეას” რეგიონული ცენტრი გაიხსნება

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

საქართველოში “აკადემია ევროპეას” რეგიონული ცენტრი გაიხსნება – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, „აკადემია ევროპეას“ მმართველმა საბჭომ მიიღო. თბილისის საგანმანათლებლო ჰაბი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება

„აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მთელ რეგიონში.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

“ევროპის აკადემია” 1988 წელს ევროპის ეროვნული აკადემიების ინიციატივით პლატფორმაა, რომელიც კვლევის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!