Startup Lithuania თბილისს 11 დეკემბერს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისა სააგენტოში ესტუმრება.

ღონისძიებაზე მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნეს გარემო, ეკოსისტემა, სტარტაპები ლიეტუვაში. ღონისძიების მიზანია საქართველოსა და ლიეტუვას სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება და ცოდნის / გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებაზე მონაწილეებს შეეძლებათ საკუთარი ისტორიების გაზიარება და შედეგად Startup Fair 2019-ზე მოსაწვევის მოგება.

ეს Startup Lithuania-ს პირველი ვიზიტია საქართველოში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here