კონტენტზე გადასვლა
რუსული რობოტი ფორმაში ჩაცმული კაცი აღმოჩნდა

რუსული რობოტი ფორმაში ჩაცმული კაცი აღმოჩნდა

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

რობოტიკისადმი მიძღვნილ ფორუმზე რუსეთმა “მაღალტექნოლოგიურ რობოტი” წარმოადგინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, “მაღალტექნოლოგიური რობოტი” კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი იყო.

რობოტს სახელად ბორისი ერქვა.
მის შესახებ მაყურებელს კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოჩნდა, რომ ბორისს გარე სენსორები არ ჰქონდა და ცეკვის დროს ზედმეტ მოძრაობებს აკეთებდა.

Guardian-ის თანახმად, ფორუმზე 3 000 ევროიანი კოსტუმით ცდილობდნენ ნამდვილი რობოტის ილუზიის შექმნას, თუმცა, მოგვიანებით გავრცელებულმა ფოტოებმა სიმართლე გამოამჟღავნა.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!