კონტენტზე გადასვლა
მოქალაქეებს Elsevier-ის ძვირადღირებულ  სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნებათ

მოქალაქეებს Elsevier-ის ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნებათ

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას – Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
ახალი ეტაპის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ.

„ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება“– განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!