როგორც სპოტიფაიში ამბობენ, მათ და ობამების კუთვნილ კომპანიას, Higher Ground-ს შორის შეთანხმება შედგა. ბარაკ და მიშელ ობამები დღეს, 6 ივნისს სპოტიფაისთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობის შედეგად მომზადებული პოდკასტების გადაცემა ექსკლუზიურად მათ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
საინტერესოა, რომ გასულ 2018 წელს ბარაკ და მიშელ ობამებმა და კომპანია Higher Ground-მა შეთანხმებას ნეტფლიქსთანაც მიაღწიეს.