კონტენტზე გადასვლა
ყველასათვის ხელმისაწვდომი აბასთუმნის ობსერვატორია

ყველასათვის ხელმისაწვდომი აბასთუმნის ობსერვატორია

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები. დღეიდან კი, აბასთუმნის ობსერვატორია ყველა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი ვაშაკიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარება, გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!