კონტენტზე გადასვლა
უჯრედი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს კლავს

უჯრედი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს კლავს

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

კარდიფის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს კლავს. ბრიტანელი მეცნიერები ლაბორატორიაში სისხლის ანალიზს ატარებდნენ, როდესაც სრულიად ახალი სახეობის უჯრედს მიაგნეს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, შემთხვევამ მკურნალობის აქამდე არსებული სტანდარტი, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს.
აღმოჩენილი იმუნური უჯრედი ეფექტურია ფილტვის, კანის, სისხლის, ნაწლავების, მკერდისა და სხვა ორგანოების სიმსივნეების დასამარცხებლად.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!