რამდენიმე თვის წინ, ქართულ ფინანსურ ბაზარზე საერთაშორისო კომპანია Wally Pay-ს გამოჩენა დაანონსდა, რომელიც ფულის სამართავი სისტემის გამარტივებული ალტერნატივის შექმნას ისახავდა მიზნად. ინოვაციური და გამორჩეული სტრტაპის გარშემო თავი ნიჭიერმა ადამიანებმა მოიყარეს და ფინტექ კომპანია ახლა უკვე მზადაა ქართულ ბაზარზე ოპერირებისთვის. Wally Pay-ს მიზნებისა და სპეციფიკის უკეთ გასაცნობად 3 საინტერესო ფაქტს წარმოგდიგენთ, მის შესახებ.

1. Wally Pay პირველი არასააბანკო ორგანიზაციაა ქართულ ბაზარზე, რომელიც Mastercard-ის საბარათე პროგრამის წევრი ოფიციალურად გახდა. სულ მალე Wally Pay მომხმარებელს ელექტრონულ საფულესა და საერთაშორისო Mastercard ბარათს შესთავაზებს, რომლის საშუალებითაც Wally Pay-ს მომხმარებლები მიიღებთ მომსახურებას ყველგან (200-ზე მეტ ქვეყანაში), სადაც Mastercard ფუნქციონირებს.

2. ფულადი გზავნილების მიღება ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა, Wally Pay-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია სწრაფი, იაფი და უსაფრთხო გზავნილები საქართველოს მიმართულებით და არამარტო. Wally Pay საშუალებას მოგცემთ თანხა პირდაპირ მიმღების საბანკო ანგარიშზე გადარიცხოთ, ისე, რომ ადრესატმა თანხის გამოყენება ბანკში სტუმრობის გარეშეც კი მოახერხოს. რაც შეეხება საერთაშორისო გზავნილებს, მათი მიღება უკვე დისტანციურად, პირდაპირ თქვენს საბანკო ანგარიშზე შეგეძლებათ.

3. და ბოლოს, კომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით, Wally Pay-ს მთავარი გამოწვევა ყოველთვის იქნება გლობალური ხედვის შენარჩუნება აქტიური განვითარების პროცესის პარალელურად, რათა ფულის მართვის პროცესი უფრო კომფორტული გახადოს ქართველი მომხმარებლებისთვის და არა მხოლოდ.

თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ კომპანიის სიახლეების მისაღებად ეწვიოთ მის ვებგვერდს და სურვილის შემთხვევაში მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

წინა სტატიაPinterest-ზე ახალი ფუნქცია გააქტიურდა
შემდეგი სტატიაკალიფორნიის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ბიონიკური მედუზები შექმნეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი