ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თანამშრომლობით, ხელმისაწვდომი გახდა WIPO აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“.

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE) – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმო) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსია, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. კურსი უსასყიდლოა და  მიზანშეწონილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ WIPO-ს აკადემიაში შეისწავლონ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების შესახებ სხვა კურსები.

კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები).

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.

წინა სტატიაროგორ შემთხვევით შეიქმნა Netflix
შემდეგი სტატიაLucidPix – აპლიკაცია, რომლითაც 3D ფოტოების გადაღებას შეძლებთ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი