კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ნამდვილად უკაბელო ყურსასმენები სახელწოდებით Mi Air 2S. სიახლეს აქვს ხმაურის დახშობის სისტემა სატელეფონო ზარებისას და შეუძლია 24 საათ იმუშაოს ავტონომიურად.

უკაბელო მოდელს აქვს ორ-ბირთვიანი ჩიპსეტი Bluetooth 5.0 კავშირით და აუდიოს ბინაურული სინქრონული გადაცემის ალგორითმი მარცხენა და მარჯვენა ყურისათვის. მცირე სეყოვნების წყალობით გარნიტურა მობილურ გეიმერებსაც გამოადგებათ. საუბრის რეჟიმში ჩაშენებული მიკროფონები ხმაურს ახშობენ, რითაც უფრო მკაფიო ხმა მიიღება.

აქსესუარის ავტონომიურობა 5 საათია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ყუთში მოთავსებულ აკუმლატორს მისი გამოყენება 24 საათამდე იზრდება. ყუთის დამუხტვა შესაძლებელია როგორც კაბელით ასევე უკაბელო დასამუხტი სადგურითაც Qi სტანდარტის შესაბამისად. კონტროლი ხორციელდება სმარტფონის ეკრანზე მანიპულაციების გარეშეც, რაშიც XiaoAI ასისტენტი დაგეხმარებათ.

Xiaomi Mi Air 2S გაყიდვაში 9 აპრილიდან გამოვა და 56$ ეღირება.

წინა სტატიაZoom-ში კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაGoogle-ის აპლიკაციით შეგიძლიათ თქვენი ფოტო კლასიკური ფერწერის სტილში გადააკეთოთ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი