კომპანია Sony-მ სრულიად მოულოდნელად წარმოადგინა გეიმპადი PS5-ისთვის. გაჯეტმა მიიღო სახელწოდება DualSense. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება წინამორბედისგან არის დიზაინი, მოწყობილობა მომრგვალებულია ზედა ნაწილში და განათებამ თაჩპედის გვერდებზე გადაინაცვლა. სერთო ჯამში კონტროლერი უფრო მასიურად გამოიყურება. ტექნიკური სიახლლებიდან აღსანიშნავია წერტიოვანი ვიბრაცია და სასხლეტების დინამიური სიხისტე. გარდა ამისა Share ღილაკი, რომელიც DualShock 4-ს აქვს, ახალ ვერსიაში შეცვლილია Create-ით. ღილაკი PS კონსოლის ლოგოტიპის ფორმისაა.

DualSense-მა მიიღო ჩშენებული მიკროფონი, რაც ძალიან მოთხოვნადი იყო DualShock 4-ის მომხმარებლებში. ჩაშენებულია აკუმლატორიც. ჯოისტიკი კონსოლს USB Type-C პორტზე შეუერთდება. მწარმოებელი ამბობს, რომ კონტროლერი ნებისმიერი ტიპის გეიმერს მოეწონება, რადგანაც მან უკვე გაიარა მრავლობითი რეალური ტესტი. გეიმპადი ორ ფერში გამოვა და შესაძლოა PlayStation 5-იც შესაბამისი დიზაინით ვიხილოთ, რომლის გამოსვლაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

წინა სტატიაSamsung galaxy Buds -ის ყურსასმენი Galaxy Buds -ის მოდელისგან დიდად არ განსხვავდება
შემდეგი სტატიაახალი უსადენო ყურსასმენი NH-CH710N

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი