Apple განცხადებით გამოვიდა Epic Games-ის სარჩელის პასუხად, რომელიც მას ანტიკონკურენტულ ქცევაში ადანაშაულებს. აიტი გიგანტი ამბობს, რომ Fortnite-ის დეველოპერმა კონფლიქტამდე ცადა App Store-ში ინდივიდუალური პირობები მიეღო.

Apple ასევე ამბობს, რომ ეს კომპანიის წესებს არღვევს, Fortnite არ დაბრუნდება App Store-ში მანამ, სანამ არ დასრულდება სასამართლო გარჩევა.

დასტურად Apple-მა წარმოადგინა სამი ელექტრონული წერილი, რომელიც მათ Epic Games-ის მეთაურისგან ტიმ სუინისგან მიიღეს. “2020 წლის 30 ივლისს Epic-ის გენერალურმა დირექტორმა გამოგვიგზავნა წერილი, რომელშიც გვთხოვა, რომ “დამატებით შეთანხმება” გაგვეფორმებინა, რომელიც Epic-ისთვის სპეციალური გარიგება იქნებოდა და iOS პლატფორმაზე ამ კომპანიისთვის აპლიკაციების განთავსების პროცესს კარდინალურად შეცვლიდა” – ამბობს App Store-ის ხელმძღვანელი ფილ შილერი.

შილერი ამბობს, რომ სუინიმ იმავე დღეს მიწერა მას, როცა Fortnite-მა დაარღვია App Store-ის წესები. წერილში ეწერა, რომ “Epic აწი არ დაემორჩილება Apple-ის შეზღუდვებს, რომელიც გადახდების სისტემას ეხება”. მეორე წერილი სადაც წერია, რომ “Apple-ის შეზღუდვების გამო Epic-ს არ შეუძლია მომხმარებლებს მიაწოდოს გარკვეული ფუნქციები iOS პლატფორმაზე” სუინიმ კომპანიის ტოპ მენეგმენტს და მათ შორის ტიმ კუკსაც მიწერა.

თვითონ სუინი ამბობს, რომ Epic არ აპირებს მიიღოს “განსაკუთრებული პირობები” App Store-ში და ბრძოლას დეველოპერებისა და მომხმარებლების უფლებებისთვის განაგრძობს. მან უარყო, რომ მიმართა Apple-ს საკუთარი გადახდის სიტემის გამონაკლისის დაშვების სახით ჩართვის თხოვნით მხოლოდ Fortnite-ში.

Epic-ის სარჩელში ის თხოვს სასამართლოს გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც Fortnite დაბრუნდება App Store-ში სასამართლო პროცესის დასრულებამდე. “საკუთარი ნებაყოფლობითი მოქმედებების შემდეგ Epic მოგვმართავს დახმარებისთვის. თუმცა ექსტრემალური სიტუაცია მან თვითონ შექმნა” – ამბობს პასუხად Apple. Fortnite შეძლებს App Store-ში დაბრუნებას მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარი გადახდების მექანიზმს ამოიღებს თამაშიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში Apple დაუბლოკავს Epic Games-ს წვდომას iOS-ისთვის აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტებზე.

წინა სტატიაEpic Games – FreeFortnite ჩემპიონატს ჩაატარებს
შემდეგი სტატიაროგორ გახადა Apple ტიმ კუკმა საკუთარი კომპანია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი