Apple-მა წაშალა Epic Games-ის ანგარიში App Store-დან, თუმცა შეინარჩუნა დეველოპერის პროფილი გრაფიკული ძრავის Unreal Engine-ისთვის. სასამართლომ მათ აუკრძალა Epic Games-ის ანგარიშის წაშლა, რომელიც ზიანს მიაყენებდა გრაფიკულ ძრავას და შესაბამისად სხვა დეელოპერებსაც.

Epic Games-ის ანგარიშთან ერთად App Store-დან წაიშალა კომპანიის ყველა თამაში და მათი ჩამოტვირთვა შეუძლებელია “შესყიდვების” მენიუდანაც.

თამაშების ჩამონათვალი:

  • Fortnite
  • Infinity Blade
  • Tyrian
  • Battle Breakers

Apple-ში განაცხადეს, რომ “Epic მუდმივად აგზავნის Fortnite-ს განახლებას, რომელიც App Store-ის წესებს არღვევს. ეს არასამართლიანია სხვა დეველოპერებთან მიმართებაში”. ამ განცხადებაზე Epic-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ სუინიმ უპასუხა:

Apple-ის განცხადება არაერთმნიშვნელოვანი. მათ გადაწყვიტეს დახურონ Epic-ის ანგარიში, თუმცა ამის საჭიროება არ იყო. Apple აცხადებს, რომ ჩვენ გავსპამეთ App Store-ის აპლიკაციების შემოწმების პროცესი. ეს ასე არ არის. Epic-მა Fortnite-ის სულ სამი ანაწყობი გააგზავნა: ორი შეცდომების გასწორებით და მესამე თამაშის მე-4 სეზონით.
ტიმ სუინი
Tweet

Epic Games უვეკ ვეღარ შეძლებს ახალი თამაშების და აპლიკაციების გამოქვეყნებას iOS და macOS პლატფორმებზე, ასევე ვერ შეძლებს არსებული პროდუქტების განახლებასაც. მომხმარებლები ვერ შეძლებენ ზემოთ ჩამოთვლილი თამაშები გადმოწერას ან უკვე გადმოწერილ და დაყენებულ თამაშებში Apple Pay-ს საშუალებით შეზყიდვების განხორციელებას.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი