ამერიკულმა კომპანია IonQ და დიუკის უნივერსიტეტი გვატყობინებენ, რომ შექმნეს მრავალბირთვიანი კვანტური პროცესორი კვარცის შუშაზე. ასეთი ტქნოლოგიე გამოიყენება მიკროთხევადი მიკროსქემებისთვის მედიცინაში.
ახალ მატერიალებზე გადასვლის მიზეზად IonQ კვარცის შუშის დამუშავების სიმარტივეს ასახლებს ვიდრე ეს სილიკონითაა შესაძლებელი. ასევე შუშის მიკროსქემები არ ქმნიან შემთხვევით ელექტრომაგნიტურ ველებს და არ უწევენ წინააღმდეგობს ლაზერის სხივებს ფართო ოპტიკურ დიაპაზონში, რაც პროცესორის ეფექტურობას ზრდის და ამარტივებს რამდენიმე კვანტური პროცესორის ერთ გამოთვლით კვანძში გაერთიანებას.
ახალი ტექნოლოგიის დემოსტრირებისთვის, კომპანიამ წარმოადგინა 64 კუბიტიანი კვანტური პროცესორი კვარცის შუშაზე მეტალის დაფენით, რომელიც წრფივი იონური ხაფანგის პრინციპით მუშაობს, თიითოეული შედგება 16 იონიანი (კუბიტი) 4 ჯაჭვისაგან.
4 კუბიტი ყოველ ჯაჭვში პროცესორის გამოთვლითი ნორმების სტაბილიზაციისთვის გამოიყენება და ამიტომაც ფუნქციონალური გამოთვლითი კუბიტების რაოდენობა 48-მდე მცირდება. თუ გავითვალისწინებთ ცდომილებების კორექციასაც, სისტემის წარმადობა 32 კუბიამდე დადის.
კომპანიის პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ ჩიპზე დაცემული ლაზერის სხივებს შეუძლიათ მხოლოდ 16 კუბიტის მართვა ერთ ჯერზე, რაც ერთი ჯაჭვია. თუ ჯაჭვებს პროცესორში მიმდევრობით შევაერთებთ მივიღებთ ერთ კვანძს. მუშაობის ასეთი პრინციპი გაცილებით მარტივია ზეგამტარებზე დაფუძნებულ კუბიტებზე, რომლებსაც IBM და Google იყენებს, ხოლო წარმადობის საგრძნობი ზრდა ხდება ჯაჭვში ყოველი ახალი კუბიტის დამატებისას.
მომავალში კომპანიაში იგეგმება კუბიტების სამნიშნა მნიშვნელობამდ გაზრდა ახალ არქიტექტურაში. IonQ ემზადება ახალი პროცეოსრების გამოშვებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომი უახლოეს წლებში იქნება.