თვის დასაწყისში Nothing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ პეიმ დაადასტურა, რომ ბრენდი გამოუშვებს Phone(2)-ს წლის ბოლოსთვის. ეს იქნება Phone(1)-ის მემკვიდრე. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი მოდელი უფრო პრემიალური იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი და შემოგვთავაზებს უკეთეს პროგრამულ უზრუნველყოფას.

ცნობილი გახდა, რომ Nothing Phone-ს (2) აქვს მოდელის ნომერი A065. მოსალოდნელია, რომ ის ბაზარზე 2023 წლის მესამე კვარტალში გამოვა ანუ ივლისიდან სექტემბრამდე. შეგახსენებთ, რომ Nothing Phone (1) გასული წლის ივლისში გამოუშვეს. მოსალოდნელია, რომ ახალ სმარტფონს ექნება ფლაგმანური მახასიათებლები.

Nothing Phone (2)-ს ექნება Qualcomm-ის Snapdragon 8-სერიის პროცესორი. თუმცა, ჩიპსეტის ზუსტი მოდელი უცნობია. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება მინიმუმ 12 GB ოპერატიული მეხსიერებით, ასევე ექნება ვირტუალური RAM-ის დამატების ტექნოლოგია. სმარტფონი იქნება 256 GB შიდა მეხსიერებით. ვარაუდობენ, რომ ახალი სმარტფონი მიიღებს 5000 mAh ბატარეას. შეგახსენებთ, რომ Nothing Phone-ში (1)-ს 4500 mAh აქვს.

Nothing Phone (2) სავარაუდოდ შეინარჩუნებს 120Hz AMOLED ეკრანს მისი წინამორბედისგან. ასევე ცნობილია გახდა რომ სიახლეს ექნება ადაპტირებადი დისპლეის ფუნქცია, რომელიც ავტომატურად დაარეგულირებს სიხშირეს ეკრანზე გამოსახული კონტენტის შესაბამისად.

წინა სტატიასარეკლამო კომპანიები Apple-ს ფარისევლობაში ადანაშაულებენ. ის თითქოს აკონტროლებს მომხმარებლებს, მაგრამ არ აძლევს სხვებს უფლებას
შემდეგი სტატიაApple აუმჯობესებს Stable Diffusion ნერონულ ქსელს iPhone-ისა და Mac-ისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი