SAMSUNG-ი კიდევ ერთი გადასაკეცი სმარტფონის შექმნაზე მუშაობს, რადგან, როგორც ირკვევა, კომპანიამ Galaxy Fold 2-ის დიზაინი დააპატენტა, იმისდა მიუხედავად, რომ პირველი Galaxy Fold ამ დრომდე არ გამოსულა. LetsGoDigital-ის მიერ მოპოვებული ფოტოებითა და ინფორმაციით, Galaxy Fold 2 სიგრძეზე იშლება და ტაბლეტად გარდაიქმნება.
შეგახსენებთ, რომ Samsung-მა Galaxy Fold-ის გამოშვების თარიღი გაურკვეველი დროით გადაწია, რადგან მოწყობილობას ბევრი დეფექტი გააჩნდა. პრობლემები შეეხებოდა დაკრულ თხელ დამცავ ფენას და, ასევე, ეკრანში შესულ მტვერსა და ნაწილაკებს. დასაკეცი სმარტფონის დიზაინის გამო ეკრანის ქვეშ მტვრის ნაწილაკები ადვილად აღწევდა, რაც მოწყობილობას აზიანებდა.