Epic Games-ის არგუმენტებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს მოსამართლეზე

Epic Games და Apple-ის საქმის განხილვა ონლაინ სხდომის ფორმატში განხორციელდა: დეველოპერმა მოითხოვა Fortnite-ის App Store-ში დაბრუნება. მოსამართლე ივონ გოსალეს როჯერსმა (Yvonne Gonzalez Rogers) განაცხადა, რომ კომპანიები უნდა დაელოდონ მის წერილობით პასუხს.

ადრე როჯერსმა არ დააბრუნა Fortnite App Store-ში განხილვის პერიოდისთვის, თუმცა ახლა მან კომპრომისი შესთავაზა მხარეებს: Apple შეძლებს დააბრუნოს Fortnite პლატფორმაზე იმ პირობით, რომ Epic-ის მიერ დაგროვილი ფული შეინახება სპეციალურ დეპოზიტზე სასამართლო განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში.

Apple-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ კომპანიასთან მოლაპარაკება მოუწევთ აღნიშნულ საკითხზე, ხოლო Epic-ის ადვოკატებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ სასამართლო არ უნდა უწყობდეს ხელს “მონოპოლისტების უკანონო ქმედებებს”.

როჯერსმა განაცხადა, რომ Epic Games-ის არგუმენტებმა მასზე “განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს”. მან აღნიშნა, რომ 30% კომისია ეს სტანდარტული პრაქტიკაა სათამაშო ინდუსტრიაში, რომელსაც Epic წარმოადგენს. გარდა ამისა, დეველოპერმა დაარღვია Apple-ის წესები, რომელსაც ადრე ეთანხმებოდა.

“თქვენ არ იყავით გაულახდილები, თქვენ გითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ თქვენ მაინც გააკეთეთ. საზოგადოებაშ ბევრმა შეიძლება გმირებადაც ჩაგთვალონ, მაგრამ ეს მაინც წესების დარღვევაა” – განაცხადა როჯერსმა.

მოსამართლემ ასევე გააკრიტიკა Epic-ის განცხადება იმის გამო, რომ Apple-მა მათ თამაშების ძრავას Unreal Engine “აუნაზღაურებელი ზარალი”. “არ არსებობს იმის პრეცედენტი, როცა მრავალმილიარდიანი შემოსავლების მქონე კომპანია რამდენიმე მილიონით დაზარალდეს და ეს გამოუწორებელი ზიანი იყოს” – თქვა მან.

როჯერსმა განაცხადა, რომ “ის მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია” ამ საქმეში – წაგებულს აქვს აპელაციის უფლება. მისი სიტყვებით, საქმე დიდი ალბათობით ნაფიც მსაჯულებს გადაეცემა.

Epic Games vs Apple

ქრონიკა

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

წარმოდგენილია Lenovo Legion Go 2-ის ახალი პორტატული კომპიუტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *