Android სმარტფონების ზოგიერთმა მწარმოებელმა უკვე აღჭურვა თავისი ბოლო ფლაგმანები HDR-ის მხარდაჭერის მქონე ეკრანებით. პრობლემა გახლდათ ის, რომ ამ ფუნქციის მხარდაჭერა მხოლოდ რამდენიმე აპლიკაციას ქონდა, როგორიცაა Netflix და სხვა სტრიმინგ სერვისები. გარდა ამისა HDR კონტენტი ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტაა ან ფასიანი. თუმცა YouTube-ის ბოლო განახლებაში HDR-ის მხარდაჭერა ზოგიერთ Android-ზე გხდა შესაძლებელი.
High Dynamic Range-ის უპირატესობების შეფასებას შეძლებენ შემდეგი სმარტფონების მფლობელები: Samsung Galaxy S8, Galaxy S8 Plus, Galaxy Note 8, LG V30, Sony Xperia XZ Premium, Google Pixel და Pixel XL. ჯერ-ჯერობით ახალი ფუნქცია ზემოთ ჩამოთვლილ მოწოყბილობებზეა გააქტიურებული. ასევე მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში სიაში Samsung Galaxy Tab S3 და LG G6 დაემატება.