სასწრაფოდ: iOS 11-ის ბეტა ვერსიაში ქართული კლავიატურა დაემატა

როგორც ყოველთვის WWDC-ზე ახალი iOS-ის პრეზენტაციისთანავე დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება შემდეგი ვერსიის სატესტო ანაწყობის გადმოტვირთვა. ახალ ანაწყობში ქართველმა ბეტა ტესტერებმა ქართული კლავიატურა აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ iOS საოპერაციო სისტემის ადრეულ ვერსიებში ქართული კლავიატურის მხარდაჭერა მხოლოდ Jailbreak-ის შემდეგ იყო შესაძლებელი. მოგვიანებით iOS-ის მე-5 ვერსიიდან მე-7-მდე სისტემაში ფარულად დაემატა ქართული კლავიატურა, რომლის გააქტიურებაც გარკვეული მეთოდებით იყო შესაძლებელი. iOS-ის შემდეგ […]
WWDC: Apple-მა ახალი ჭკვიანი დინამიკი HomePod წარმოადგინა

ყოველწლიურ დეველოპერების კონფერენციაზე Apple-მა თავისი პირველი ჭკვიანი დინამიკი HomePod წარმოადგინა, რომელსაც Siri-ს მხარდაჭერა აქვს. https://www.youtube.com/watch?v=1hw9skL-IXc HomePod-ში შვიდი პატარა დინამიკი და ერთი დიდი საბვუფერია მოთავსებული. ხმის დამუშავებაზე და კავშირზე კომპანიის ძველი ჩიპი Apple A8 არის პასუხისმგებელი. დინამიკის სიტემა ასკანირებს გარემოს და ოთახის ვირტუალურ მოდელს ქმნის, რომლის შესაბამისადაც ხდება მუსიკის აკუსტიკური მახასიათებლების ადაპტირება. Siri-სთან კავშირი ექვსი მიკროფონის საშუალებით […]
WWDC: Apple-მა ახალი iPad Pro 10,5 წარმოადგინა

კონფერენციაზე Apple-მა WWDC 2017 ახალი iPad Pro წარმოადგინა, რომელსაც 10,5 დიუმიანი, 120 ჰერციანი ეკრანი და გაუმჯობესებული მრავალამოცანიანობა აქვს https://www.youtube.com/watch?v=UR5ODc5Wbbo ახალი iPad Pro 10,5 დიუმით შეცვლის ყველაზე პატარა iPad Pro 9,7 დიუმიან მოდელს. რა თქმა უნდა გაყიდვაში დარჩება iPad Pro 12,9. 40%-ით შემცირდა პლანშეტის ჩარჩოები, თუმცა მისი წონა იგივე დარჩა და ის 450 გრამია. ეკრანი უკვე […]
WWDC: Apple-მა iOS 11, watchOS 4 და macOS High Sierra წარმოადგინა

კომპანია Apple-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე დეველოპერებისთვის WWDC 2017 ახალი iOS 11, watchOS 4 და სამაგიდო საოპერაციო სისტემა macOS High Sierra წარმოადგინა. iOS 11 Apple-ის მობილური საოპერაციო სისტემის მომხმარებლები ყკვე შეძლებენ ერთმანეთს გადაუხადონ ფული iMessage-ის და Apple Play-ს საშუალებით. ბარათიდან ბარათზე ფულის გადაგზავნა iPone, iPad და Apple Watch-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. Siri ხმოვანი ასისტენტი Siri უკვე ფრაზებს […]
WWDC: Apple-მა iMac Pro წარმოადგინა და ძველი კომპიუტერები განაახლა

კომპანია Apple-მა დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე WWDC 2017 ახალი ყველაზე მძლავრი iMac – iMac Pro წარმოადგინა და ასევე განაახლა ძველი მონობლოკები. https://www.youtube.com/watch?v=a38_qR-S8Yo ეს ყველაზე მძლავრი კომპიუტერია, რომელიც Apple-ს საერთოდ გამოუშვია. iMac Pro-მ 27 დიუმიანი ეკრანი მიიღო და მას უფრო სრულყოფილი გაგრილების სისტემა აქვს. ახალ მონსტრს 8, 10 ან 18 ბირთვიანი Xeon პროცესორი აქვს. 16 გიგაბაიტი ოპერატიული […]
Qualcomm QuckCharge 4.0+

სწრაფი დამუხტვის სტანდარტი QuckCharge 4.0+ უფრო სწრაფია 15%-ით და 30$-ით ეფექტურია ვიდრე წინამორბედი ვერსია. სტანდარტი Quck Charge 4.0 წარმოდგენილი იყო Snapdragon 835-თან ერთად. კომპანიის დაპირებით 2750 მილიამპერიანი აკუმლატორი ხუთ წუთში 5 საათი მუშაობისთვის საკმარის მუხტს მიიღებდა. ახლა უკვე ახალი სტანდარტი Quick Charge 4.0+ ხუთი წუთი დამუხტვის შემდეგ 6 საათს გაძლებს. გაუმჯობესდა ენერგიის ნაკადის გაორების ტექნოლოგია, […]
LG-მ ხელმისაწვდომი ლაზერული პროექტორი გამოუშვა

ლაზერული პროექტორები ძვირი სიამოვნებაა და განსაკუთრებით ძვირი პორტატიული მოდელები ჯდება. ამიტომაც LG-ის 1 500 დოლარიანი ლაზერული პროექტორი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც შედარებით იაფია და მისი გადატანაც დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული. დაახლოებით 2 კილოგრამიანი მოწყობილობა, რომელიც რაგბის ბურთის ზომისაა საშუალებას იძლევა 2 000 ლუმენის სიკაშკაშე მივიღოთ 120 დიუმის ზომის გამოსახულების პროეცირებისას 1080p გარჩევადობით. რა თქმა უნდა […]
Moto Z2 Play ახალი მოდებით გამოვიდა

Motorola-მ ახალი Moto Z2 Play წარმოადგინა, რომელიც გასული წლის Moto Z Play-ს ჩაანაცვლებს. წინამორბედის მსგავსად ის საშუალო რანგის სმარტფონია 5.5 დიუმიანი ეკრანით და Moto Mod აქსესუარების მხარდაჭერით. განბლოკილი ვარიანტის ფასი 500$ იქნება. გარდა Z2 Play-სა კომპანიამ ახალი მოდები წარმოადგინა მისი Z სერიის სმარტფონებისთვის. JBL SoundBoost 2, Moto TurboPower Pack, Moto Style Shell-ს უკაბელო დამუხტვით და Moto GamePad. […]
წარმოადგინეს ახალი Need For Speed: Payback

ორ წლიანი შესვენების შემდეგ ლეგენდარული რბოლების სერია Need For Speed ისევ აპირებს სიახლის გამოშვებას. კომპანია Electronic Arts-მა თამაშის ახალი ნაწილი დააანონსა, რომლის სახელიცაა Need for Speed: Payback. უკვე გამოსულ თრეილერში ჩანს, რომ დეველოპერები ცდილობენ პროექტი მაქსიმალურად დაამსგავსონ “ფორსაჟის” ფილმების სერიას. მოქმედება ახალ თამაშში ქალაც Fortune Valley-ში ვითარდება, რომელიც ლას-ვეგასის მოტივებზეა შექმნილი. ვირტუალური სათამაშო სივრცის კონტროლი […]
Computex: Dell-მა პირველი მონობლოკები გამოუშვა AMD Ryzen-ის ბაზაზე

Computex 2017-ზე ტაიპეიში კომპანია Dell-მა ახალი მონობლოკები Inspiron 27 7000 და 24 5000 და სამაგიდო კომპიუტერი Inspiron Gamig Desktop წარმოადგინა. Dell Inspiron 27 7000 Dell Inspiron 27 7000 როგორც სახელიდანაც ჩანს 27 დიუმიანი IPS ეკრანითაა აღჭურვილი და 3840 x 2160-ზე გარჩევადობა აქვს. სიახლეს AMD-ს წარმოების Ryzen 5 1400 ან Ryzen 7 1700 პროცესორი აქვს, ასევე […]