14 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, „ჰუავეი საქართველოს“ მიერ სმარტფონით გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. გამოფენილი ფოტოები ჰუავეის ფლაგმანის P9-ს მეშვეობით იყო გადაღებული. ღონისძიება, რომელიც თბილისობისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მიეძღვნა თბილისი მოლში გაიმართა, რომელსაც დაახლოებით 400-მდე ადამიანი სტუმრობდა.  მათ განწყობაზე ზრუნავდნენ პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოცეკვავეთა ჯგუფი  „სვაგერსი“, ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტთა გუნდი „დრამ სქული“. პრეზენტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გამოეცადათ P9-ს მონაცემები და კამერა და თავად გადაეღოთ ფოტოები.

img_2761

შეგახსენებთ, რომ Huawei P9 არის პირველი სმარტფონი, რომელიც ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდთან – Leica Camera AG-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.  P9 აღჭურვილია ორმაგი კამერით და მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

ბილი ბილიხოძე, ფოტოგრაფი – „ეს არის უნიკალური ტელეფონი მათთვის ვისაც ფოტოების გადაღება უყვარს, ის ბევრი რამის საშუალებას იძლევა, ნებისმიერ მოყვარულ თუ დამწყებ ფოტოგრაფს აძლევს საშუალებას გადაიღოს პროფესიონალური დონის ფოტოები“.

ღონისძიებაზე გათამაშდა ტელეფონი „ჰუავეი პ9“, რომელიც საჩუქრად იღბლიან მონაწილეს – გიორგი ნიკოლაიშვილს გადაეცა:

img_3014

 „მეგობრებთან ერთად ვიყავი თბილისი მოლში. დავინახე ჰუავეის სტენდი, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, დამაინტერესა რა ხდებოდა. ზოგადად ტექნოლოგიები ძალიან მაინტერესებს და თვალს ვადევნებ მის განვითარებას. გადავწყვიტე მეცადა ბედი და როგორც ყველა იქ შეკრებილი ადამიანი, მეც ჩავერთე ჰუავეის ვიქტორინაში, რომელშიც ჰუავეის შესახებ ყველაზე მეტ კითხვას გავეცი სწორი პასუხი და საჩუქრად გადმომეცა სმარტფონი პ9. ძალიან გახარებული ვარ, ვიცი რომ პ9 არის ინოვაციური სმარტფონი და ეხლა საშუალება მექნება თავად გამოვცადო ყველა ის უპირატესობა, რომელიც ამ მოდელს გააჩნია. ზოგი ბრენდს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა არ ინტერესდებიან მისი მონაცემებით. ჩემთვის ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლები ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ჰუავეის როგორც ბრენდს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ვხედავ როგორ იხვეწება მისი მოდელები ყოველწლიურად“.მთავარი პრიზის გარდა პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ჰუავეიმ სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ჰუავეი P9 და P9 lite (P9 – ის ბიუჯეტური ვერსია)  შეძენა საქართველოში შესაძლებელია ჰუავეის ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ-ელექტრონიქსი, მაგთი, ბილაინი, მეტრომარტი, სმაილი, არაი, ბეკო და მეგამოლი. სმარტფონების ღირებულებაა 1199 და 629 ლარი.

Huawei-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ჰუავეი ერთ-რთი კომპანიია, რომლის გაყიდვებიც 2010 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  Huawei-ის სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფიარის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  Huawei-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჰუავეის ფეისბუქ გვერდს:

www.facebook.com/HuaweiGeorgia

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here