Windows 10-ზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერების მფლობელებს უკვე შეუძლიათ გადმოწერონ და დააყენონ განახლება Creators update. ამასთანავე, Windows 10-ზე მომუშავე სმარფტონებიც არ დარჩენილან განახლების გარეშე. თუმცა, მათ მოუწევთ დაიცადონ განახლების გამოსვლამდე, რომლის გამოსვლაც დაგეგმლია 25 აპრილს. სამწუხაროდ, ყველა სმარტფონი ვერ მიიღებს ამ განახლებას. ცნობილი გახდა, რომ აფდეითი ხელმისაწვდომი იქნება 13 სმარტფონისთვის. მაგალითად, მოდელები Lumia 930, Lumia 830, Lumia 1520 და სხვა მოდელები, რომლებიც ორი ან მეტი წლის წინათ შემოვიდა ბაზარზე, განახლებას ვერ მიიღებენ.

Creators Update განახლებას მიიღებენ შემდეგი მოდელები:

  • Alcatel Idol 4S;
  • Alcatel OneTouch Fierce XL;
  • HP Elite x3;
  • Lenovo Softbank 503LV;
  • MCJ Madosma Q601;
  • Microsoft Lumia 550;
  • Microsoft Lumia 640;
  • Microsoft Lumia 640 XL;
  • Microsoft Lumia 650;
  • Microsoft Lumia 950;
  • Microsoft Lumia 950 XL;
  • Trinity NuAns Neo;
  • VAIO VPB051.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here