2013 წლის დასაწყისში კომპანია Canonical-მა მსოფლიოს ახალი საოპერაციო სისტემა Ubuntu Touch წარმოუდგინა, რომელიც სპეციალურად სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის შეიქმნა. თავიდან სისტემა რამდენიმე Nexus მოწყობილობაზე გახდა ხელმისაწვდომი, ხოლო შემეგ გაყიდვაში გამოვიდა კომპანია BQ-სა და Meizu-ს სმარტფონები, რომლებიც ამ საოპერაციო სისტემით იმართებოდა. სისტემაში იყო რამდენიმე UX ფუნქციონალური სიახლე, როგორიცაა Convergence, რაც სმარტფონზე მონიტორის, კლავიატურისა და მაუსის მიერთების შემთხვევაში სრულფუნქციური Ubuntu-ს სამაგიდო ვერსიით სარგებლობის შესაძლებლობას იძლეოდეა. სამწუხაროდ საოპერაციო სისტემამ ვერ მოიპოვა მომხმარებლების სიმპათია და ვერ გახდა პოპულარული, რის გამოც Canonical-მა მიიღო გადაწყვეტილება პროექტის დახურვის შესახებ.
“საბოლოო ჯამში, არჩევანი გაკეთდა იმაზე, რომ ინვესტირება მოხდეს იმ მიმართულებებში, რომლებიც კომპანიისთვის უფრო მომგებიანი იქნება. ეს რა თქმა უნდა არის Ubuntu სამაგიდო კომპიუტერებისთვის, სერვერებისთვის და ვირტუალური მანქანებისთვის. განვითარდება ჩვენი პროდუქტები ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურებისთვის (OpenStac და Kubernetes), ღრუბლოვანი საოპერაციო შესაძლებლობები (MAAS, LXD, Juju, BootStack) და საგნების ინტერნეტი Ubuntu Core-ის საშუალებით. ყველა ამ პროექტს ყავს საზოგადოება, კიენტები, შემოსავლები და მნიშვნელოვანი ზრდა რაც დიდ და დამოუკიდებელ კომპანიას ახასიათებს, რომელიც განვითარებისკენ ისწრაფვის” – ნათქვამია კომპანიის ბლოგში.
Canonical-მა განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ Unity 8 პლატფორმაზე მუშაობას. რამდენაც ეს უკანასკნელი Ubuntu Touch-ის ნაწილია და აქედან გამომდინარე კომპანია ეთიშება პლანშეტებისა და სმარტფონების ბაზარზე წილისთვის ბრძოლას.