ინსაიდერების ინფორმაციით Samsung დაინტერესებულია თავისი სმარტფონების Android პლატფორმიდან Fuchsia OS-ზე გადასვლის პერსპექტივით, რომელიც Google-ის ექსპერიმენტული პროექტია. გარდა ამისა დასახელდა მიგრაციის სავარაუდო ვადებიც.

ინფორმაცია გაავრცელა ინსაიდერმა დოჰენ კიმმა, ხოლო მოგვიანებით ის ავტორიტეტულმა ბლოგერმა Ice Universe დაადასტურა. წინასწარი მონაცემებით Fuchsia OS-ზე გადასვლაში Samsung-ს რამდენიმე წელი დაჭირდება. სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მიკრო ბირთვი, რომელსაც Google უვეკ 2016 წლიდან ამუშავებს, ხოლო ინსაიდერების აზრით სისტემის განახლებების გამოშვება გაცილებით ადვილი იქნება.

ჯერ კიდევ 2018 წელს Bloomberg-მა აღნიშნა, რომ Google თვითონ არის დაინტერესებული გადაიყვანოს თავისი მოწყობილობები ახალ სისტემაზე. ეს პროცედურა ექსპერტების აზრით 5 წელზე მეტი არ უნდა გაგრძელებულიყო და საწყის წერტილად მიიჩნეოდა IOT მოწყობილობების გამოშვება.

საოპერაციო სისტემის აქტიურ დამუშავებაზე მიუთითებს ვაკანსიების გამოცხადებაც და Fuchsia Devices გუნდის შექმნა. ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინა ამ საოპერაციო სისტემაზე გადასვლას HUAWEI განიხილავდა, თუმცა მათ საკუთარი Harmony OS გამოუშვეს.

წინა სტატიაMacBook Pro M1 Max-ით ახორციელებს ProRes ვიდეოს სამჯერ უფრო სწრაფად ექსპორტს, ვიდრე უმაღლესი დონის Mac Pro
შემდეგი სტატიაApple-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი