დისპლეის სერვერის შეცვლის გადაწყვეტილება არავის გააკვირვებს. Mir თავის დროზე Wayland-ის ალტერნატივა იყო, რომელსაც Canonical ამუშავებდა თავისი ჰიბრიდული საოეპრაციო სისტემისათვის, რომელიც აწი აღაღ გამოვა.

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ Unity 8-ის გაუქმებასთან ერთად ეს გადაწყვეტილებაც მოსალოდნელი იყო, თუმცა X.Org სერვერის ალტერნატივის სახით შენარჩუნებაც არ არის გამორიცხული.

X.Org მნიშნვნელოვანი იქნება იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც პრობლემები შეექმნება Wayland-თან რაც ხშირად იმ აპარატურაზე ხდება, რომელსაც Wayland-ის მხარდაჭერა არ აქვს და ჯერ კიდევ მხოლოდ X.Org-ისთვის აქვს დრაივერები.

როგორც ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი Wayland არის უფრო მარტივი, თანამედროვე Xorg-სერვერის ალტერნატივა. GNOME უკვე ძალიან სტაბილურია Wayland-ზე და თუ Ubuntu-ს მომხმარებელი ხართ Wayland-ის სესია ავტომატურად არის ხელმისაწვდომი სისტემაში შესვლისას.

Fedora პირველი იყო დისტრიბუტივებს შორიც, რომელშიც Wayland ნაგულისხმევად გამოყენეს. ნამდვილად მისასალმებელია ახალ და უკვე საკმაოდ კარგად გამოცდილ ტექნოლოგიაზე გადასვლა, თუმცა სიახლეები ამით არ ამოიწურება, რადგანაც Ubuntu-ს ახალი განვითარების ეტაპზე კიდევ ბევრი სიურპრიზი შეიძლება გველოდეს.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here