Google-ის სმარტფონების ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ მათი მხარდაჭერა და განახლებაც ამ კომპანიის მერვე ხორციელდება. ამ ყველაფრის შედეგად ისინი პირველად იღებენ Android-ის უახლეს ვერსიებს. მიუხედავად ამისა Google-ის სამრტფონებსაც აქვთ გარკვეული შეზღუდვები დროის თვალსაზრისით. კომპანიის მხარდაჭერის სამსახურის ოფიციალრ საიტზე ახალი ინფორმაცია გამოჩნდა Pixel და Pixel XL სმარტფონების შესახებ. Android-ის ახალ ვერსიებს სმარტფონები 2018 წლის ოქტომბრამდე მიიღებენ, ხოლო უსაფრთხოების განახლებას გაჯეტებისთვის 2019 წლის ოქტომბრამდე გააგრძელებენ.

Google-ის პოლიტიკიდან გამომდინარე Pixel სმარტფონები განახლებებს 3 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში მიიღებენ, მას შემდეგ რაც ისინი პირველად გამოჩნდებიან Google Store-ში ან მათი გაყიდვების შეწყვეტიდან 18 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ გამოუშვებს პროგრამულ განახლებებს. რაც შეეხება Android-ის ახალ ვერსიებამდე განახლებას Google ვალდებულებას იღებს Google Store-ში გაყიდვების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოს მოხმარებლები.

Nexus 5X და Nexus 6P-ის მხარდაჭერას კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში შეწყვეტს, თუმცა უსაფრთხოების სისტემის განახლებებს ისინი ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.

ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტორიც, რომ Google-ის სმარტფონების ჩამტვირთი სექტორი გახსნილია დეველოპერებისთვის და მხარდაჭერის შეწყვეტის შემდეგაც კი ენთუზიასტების დიდი არმია AOSP და Lineage OS-ის წყალობით გააგრძელებენ სმარტფონების აქტუალურ ვერსიებამდე განახლებას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here