Android P-ს პირველ ბეტა ვერსიაში კომპანია Google-მა წარმოადგინა ჩაჭრილი ეკრანის მხარდაჭერა, რომელმაც მომხმარებლებში დიდი პოპულარობა გამოიწვია. ახლა, როდესაც Android-ის ახალი ვერსიის რელიზამდე სულ ცოტა დრო დარჩა, საძიებო სისტემის გიგანტმა ოფიციალური რეკომენდაციები გაავრცელა OEM-მწარმოებლებისათვის ჩაჭრილი ეკრანის შესახებ.“სმარტფონების მწარმოებლები მიისწრაფვიან ეკრანის ჩარჩოების შემცირებისა და პროპორციების გაზრდისაკენ. ამ მოწყობილობების ეკრანზე ჩაჭრილი ჩარჩო არის პოპულარული მეთოდი რომ მიღწეულ იქნას უჩარჩოო ეფექტი. ჩაჭრილი ადგილი განკუთვნილია მნიშვნელოვანი სენსორებისათვის რომლებიც უნდა მოთავსდეს წინა პანელზე. 11 OEM-მწარმოებლის მიერ ჩაჭრილი ეკრანით უკვე გამოვიდა 16 მოწყობილობა. ზოგი მათგანი წარმატებით მონაწილეობს Android P-ს ბეტა ტესტირებაში. ჩაჭრილი ეკრანი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგინოს თქვენი აპლიკაცია,” – ნათქვამია Google-ის ბლოგში.