კიდევ ერთი სიახლე, რომელიც Google-მა არ წარმოადგინა გუშინდელ პრეზენტაციაზე მედია ფლეერი Chromecast-ია.

მოწყობილობა ოდნავ შეიცვალა გარეგნულად და ახლა მისი კორპუსი ნაკლებად გლუვი პლასტმასისაა და ხელმისაწვდომია შავ და თეთრ ფერებში. Chromecast-ის გამოყენების პრინციპი არ შეცვლილა – საჭირო მისი ტელევიზორის HDMI პორტზე მიერთება, რის შემდეგაც მასზე ნებისმიერი კონტენტის ტრანსლირებას შეძლებთ აპლიკაციებიდან, რომლებსაც Google Cast-ის მხარდაჭერა აქვთ.

Chromecast-ის მართვა შესაძლებელია მინიმუმ Andoid 4.2, iOS 9.1, macOS 10.9, Windows 7 მოწყობილობებიდან. ასევე შეგიძლიათ Google Home ჭკვიანი დინამიკიდანც გაშვება. არის მთელი რიგი სტრიმინგ სერვისების მხარდაჭერა, როგორიცაა Google Play Music/Movies, YouTube, Youtube TV, Netflix, HBO, Hulu, Showtime, Fox Now, Spotify, Tidal, Pandora, Tune In და სხვა მრავალი.

Chromecast-ს შეუიძლია გაუშვას ვიდეო Full HD ფორმატში 60 კადრი წამში სიხშირით. მოწყობილობას აქვს Wi-Fi 5-იs მხარდაჭერა. გარდა HDMI პორტისა კორპუსზე არის microUSB პორტიც.

Google Chromecast 3.0-ის ფასი წინამორბედისგან უცვლელია და 35 დოლარს შეადგენს. გაყიდვაში არის ასევე Chromecast + Google Home და Chromecast + Google Home Mini + Nest Cam ნაკრებები.



პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here