iPhone-ის მომხმარებლებმა იციან, რომ კომპანია Apple ამაყობს iOS-ის ახალი ვერსიების გავრცელების სიჩქარით. კუპერტინო რეგულარულად ავრცელებს სპეციალურ ანგარიშს სადაც საოპერაციო სისტემის ვერსიების გავრცელების სტატისტიკაა მოყვანილი. ბოლო დრომდე კომპანია Google-იც იგივენაირად იქცეოდა, თუმცა ბოლო დროის მონაცემები შესაძლოა მათ სასარგებლოდ არ გამოიყურებოდეს.

ბოლო ანგარიში Andoird 9 (Pie)-ს გავრცელების შესახებ ოქტომბერში გამოქვეყნდა სადაც უახლესი სისტემის წილი ძალიან უმნიშვნელო იყო. მას შემდეგ მსგავსი სტატისტიკა არ განახლებულა.

მიზეზი, რის გამოც Google ნახევარ წელზე მეტია არ აქვეყნებს ინფორმაციას სტატისტიკის შესახებ და ეს ბუნებრივიცაა. მათ არ აწყობთ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, რადგანაც უახლესი სისტემის პოპულარობა 5-7 წლის წინანდელ ვერსიებზე დაბალია. სავარაუდოდ უახლოესი წლების განმავლობაში ჩვენ არ მივიღებთ მსგავს ინფორმაციას საძიებო გიგანტისგან.

რა თქმა უნდა არაფერია საშიში იმაში, რომ Google არ გამოაქვეყნებს ვერსიების რეიტინგს. ბოლოს და ბოლოს Apple-მაც შეწყვიტა iPhone-ების გაყიდვების სტატისტიკის გამოქვეყნება რაოდენობრივი მაჩვნებლებით, რადგანაც ის საგრძნობლად დაეცა წინა წლებთან შედარებით. Google-ისთვის ძალიან ძნელია ათასობით მწარმოებლის გაკონტროლება, რომელიც ამა თუ იმ ვერსიის სისტემას იყენებს და ამავდროულად თავის მოდიფიკაციებსაც ამატებს, რომლის განახლებაც დამატებით ხარჯებთან და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here