კომპანია Xiaomi-მ აჩვენა მისი პირველი ჭკვიანი საათი, როემლსაც Apple Watch-ს ამსგავსებენ თუმცა მასთან შედარებით ძალიან იაფი ღირს.

აქამდე ამ ბრენდის სახელით, მხოლოთ ფიტნეს სამაჯურები გამოდიოდა, ხოლო ჭკვიან საათებს შვილობილი კომპანიები აწარმოებდნენ. ამიტომაც Mi Watch მათი პირველი საათი გამოდის.

Mi Watch-ის მთავარი ღირსება 1,76 დიუმიანი AMOLED ეკრანია. აქვს მექანიკური გვირგვინი მენიუს გადაფურცვლისთვის, რომელიც Apple Watch-ის ანალოგიურია. ამ გირგვინის საშუალებით შესაძლებელია აპლიკაციების გადართვა და სიების გადაფურცვლა თითით ეკრანის დაფარვის გარეშე.


Xiaomi მოწყობილობას პატარა სამარტფონს მაჯაზე ეძახის. Mi Watch-ში არა მხოლოდ ტიპიური Bluetooth და WiFi არის, არამედ eSIM ბარათის, GPS, NFC და სპეციალური მოდულებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის და ოფისების ელექტრონული გასაღებებისათვის. დამატებითი მოდულები სავარაუდოდ მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის იქნება აქტიური.

Mi Watch აჩვენებს დროს, შეტყობინებებს, უკრავს მუსიკას Bluetooth-ის საშუალებით, აღრიცხავს ფიზიკურ აქტივობას და მათ შორის პულსს. სისტემას აქვს სპორტის 10 სახეობის შესაბამისი ვარჯიშების დატრეკვის შესაძლებლობა, რომელთა შორის არის ცურვაც.

საათზე შესაძლებელი იქნება გარეშე აპლიკაციების გაშვებაც, რაც მას უფრო მეტი ფუნქციონალით აღჭურვავს მომავალში. შესაძლებელია ზარების განხორციელებაც. Google Wear OS-ზე და სპეციალურად ადაპტირებული MIUI-ს მართვის ქვეშ საათი ერთი მუხტით 36 საათი იმუშავებს.

ჩინეთში Mi Watch-ის ფასი 1299 იუანი იქნება, რაც დაახლოებით 570 ლარია ქართულ ვალუტაში. გაყიდვაში შემოვა Mi Watch-ის ვერსია საფირონის ეკრანით, რომელიც 850 ლარი ეღირება. საქართველოში მოწყობილობის გაყიდვებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მისი შეძენა პირველ ეტაპზე ჩინურ ონლაინ მაღაზიებში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.



წინა სტატიაMicrosoft-მა და Warner Bros-მა ფილმი “სუპერმენი” შუშაზე ჩაწერეს
შემდეგი სტატია15-17 ნოემბერს adjarabet.com Tech Jam 2019-ს უმასპინძლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი