ყოველდღიურად ჩვენს მოწყობილობებს ათეულობით ახალი აპლიკაცია ემატება და ხშირად მათი სიმრავლიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური სიახლეები ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. ჩვენ წარმოგიდგენთ კვირის 5 ახალ აპლიკაციასა თუ თამაშს, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ

Xbox Game Streaming 

დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft-ი Xbox-სთვის გეიმ სთრიმინგზე მუშაობდა, დღეს ეს ინფორმაცია უკვე რეალობაა და ახალი აპლიკაციის შესაძლებლობების გამოცდა თავადვე შეგვიძლია.

Byte

Byte ახალი კრეატიული პლატფორმა გახლავთ, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგეძლებათ მეგობრებთან ან სულაც უცხო ადამიანებთან 6-წამიანი ვიდეოების გაზიარება.

AppNotifier

თუ ჯერ კიდევ არ შეგიმჩნევიათ, მაშინ გეტყვით, რომ Google-მა Play Store-ის აპლიკაციების განახლებების შესახებ ჩვენი გაფრთხილება შეწყვიტა, თუ თქვენ ისევ კვლავინდებურად გაინტერესებთ სიახლეები, მაშინ, AppNotifier-ის გადმოწერას გირჩევთ.

ProtonVPN

ProtonVPN-ის დიზაინი სრულად შეიცვალა, აპლიკაცია ამჯერად სრულიად ახალ VPN სტადნარტს უცხადებს მხარდაჭერას, უფასო ვერსია კი მხოლოდ ლიმიტირებული დროით არის ხელმისაწვდომი, ამიტომ გირჩევთ იჩქაროთ.

Slingsters

კვირის საუკეთესო თამაშად თავისუფლად შეგვიძლია Slingsters-ის დასახელება, თუ კი თქვენს მობილურსა თუ ტაბლეტში ახალ გასართობს ეძებთ, მაშინ გადმოწერეთ ეს 2D თამაში და ისიამოვნეთ დაბრკოლებების გადალახვით.

წინა სტატიაNASA სპიტცერის კოსმოსურ ტელესკოპს დაემშვიდობა
შემდეგი სტატიადამწყები სტარტაპებისთვის ესტონეთში 3-დღიანი ჰაკათონი გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი