მარტინ სკორსეზეს ფილმი “ირლანდიელი”-ს პრემიერა Netflix-ზე შედგა. ოსკაროსანი რეჟისორი სტრიმინგ სერვისზე გადავიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპია თანამედროვე კინემატოგრაფისთვის. ჩვენ ვხედვათ, რომ Netflix უკვე უბრალო სერვისი არ არის, მას აქვს ფული აწარმოოს საკუთარი კონტენტი და ქონდეს ექსკლუზიური პრემიერები. არანაკლებ საინტერესოა ასეთი სერვისის შექმნის ისტორიაც.

ლეგენდა

კომპანია 1997 წელს დაფუძნდა და მისი შემქმნელები რიდ ჰასტინგსი და მარკ რანდოლფი არიანი. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა რიდმა “აპოლონ-13”-ის დისკის გაქირავებაში დაბრუნება დააგვიანა. მან ვერ მოასწრო დათქმულ თარიღამდე დისკის მიტანა, რომელიც გამოტანილი ქონდა ვიდეო გაქირავების ცნობილი ქსელიდან Blockbuster, რის გამოც 40 დოლარი ჯარიმა დააკისრეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს შეექმნათ Netflix. კომპანიამ ამის შესახებ საკუთარი ტვიტერის გვერდზეც კი გაიხსენა, რითაც ამ ლეგენდის სიმართლეს გაუსვა ხაზი.

ჯინა კიტინგმა, რომელიც ავტორია წიგნისა Netflixed: The Epic Battle for America’s Eyeballs ბევრს საუბრობდა მარკ რანდოლფთან სერვისის შესახებ და მათ ეს შემთხვევაც გაიხსენეს. მარკმა გაიხსენა, რომ ეს იყო რიდის მარკეტინგული სვლა: Netflix-ის იდეა მათ უკვე ქონდათ იმ მომენტისთვის, ხოლო ეს ისტორია “აპოლონ-13” ვადაგასულ დისკთან დაკავშირებით და ჯარიმა ნათლად აჩვენებდა ახალი სერვისის უპირატესობას. გარდა ამისა ეს კარგი ისტორიაა ორი მეგობრის შესახებ, რომლებსაც უნდოდათ სამყარო ოდნავ კომფორტული გაეხადათ, ხალხს მოსწონს მსგავსი რამ.

სერვისის სახელი სრულიად ლოგიკურია, “net” – ქსელი და “flix” იგივე “flicks” – ფილმი.

ეპოქის დასაწყისი

არსებული სერვისებით სარგებლობისათვის მომხმარებელი უნდა მისულიყო გაქირავების პუნქტში ხოლო ფილმის ნახვის შემდეგ ის უნდა დაებრუნებინა უკან. ფილმის ნახვის შემდეგ ვის ახსოვს დისკი? რა თქმა უნდა უკან დაბრუნების შანსებიც კლებულობს. თუ ადამიანმა გადაწყვიტა სერიალების და ფილმების საღამო მოიწყოს, ყველაზე ნაკლებად მოუნდება სახლიდან გასვლა. Netflix-ის შემქმნელებმა ძალიან კარგად იცოდნენ აუდიტორიის მოთხოვნები, რაც წარმატებით გამოიყენეს.

პრინციპი შემდეგია: არ მივდივართ არსად, არც ოფისში, არც მაღაზიაში, უბრალოდ ირჩევთ საინტერესო ფილმს საიტზე, იღებთ მას ფოსტით და იხდით ბანკის საშუალებით. დისკს უკან ასევე ფოსტით აგზავნით. დისკის ფასი 4 დოლარია, ხოლო ტრანსპორტირება 2 დოლარი. საფოსტო მომსახურების საფასურის შემცირების მიზნით კომპანია თვითონ ფუთავდა დისკებს საფირმო კონვერტებში და არა ქარხნულ ყუთებში. Netflix-ის დიკსების დატოვება შეუძლებელი იყო, რადგანაც თუ არ დააბრუნებდით ნანახ ფილმს, ვერ მიიღებდით ახალს.

Netflix-ში ყველაფერზე ნაფიქრი ქონდათ, მათ თავიდანვე ქონდათ საიტი მუდმივად განახლებადი კატალოგით და ფილმების განხილვებით. იქ არა მხოლოდ ამერიკული ბლოკბასეტრები, არამედ ევროპული ფილმები და არტჰაუსიც ქონდათ. გარდა ამისა იმ დროში არანაირი YouTube არ არსებობდა, ხოლო ვირუსული ვიდეოების ნახვის სურვილი ხალხს არანაკლებ ქონდა. Netflix-მა ერთ კვირაში 10 000 დისკი გააგზავნა სადაც ბილ კლინტონის გამოსვლის ჩანაწერი იყო ლევინსკის საქმესთან დაკავშირებით. ისტორია ცხელი და სკანდალური იყო და საბოლოოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტიც შედგა. დღეს მსგავსი მოცუობა სასაცილოც კი არ არის, მაგრამ მთავარი აქ ფასია: 2 ცენტი დისკი + 2 დოლარი ტრანსპორტირება.

სწორი მიდგომის ძიება

რიდი და მარკი ერთმანეთს უგზავნიდნენ დისკებს, რომ ეპოვათ მიწოდების ოპტიმალური მეთოდი, ხოლო საფირმო კონვერტების 150-მდე ვარიანტი შეიქმნა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კლიენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო სერვისი და ამავდროულად სწრაფი, იაფი და უსაფრთხო.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ Netflix უკვე არსებული სერვისის ახალი ვარიანტია და მასში არაფერი რთული არ არის. ონლაინ კატალოგი + დისკების ფოსტით მიტანა. თუმცა კომპანიის დამფუძნებლებმა ყველაფერი დეტალებში გათვალეს, რითაც გარანტირებულად წარმატებული სერვისი შექმნეს.

2000 წლისათვის სერვისს ქონდა Cinematch სისტემა, რომელიც უკვე გამოწერილი ფილმების მიხედვით ურჩევდა მომხმარებლებს ახალ ფილმს. მაგალითისთვის: თუ თქვენ მოგეწონებოდათ გაი რიჩის ფილმი, სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებდათ ტარანტინოს ნამუშევრებს.

ხელმოწერით ფილმების ნახვა Netflix-ით ონლაინ ვერსიამდე ადრე გამოჩნდა. ერთ თვიანი ხელმოწერა 15,95 $ ღირდა და თქვენ შეგეძლოთ 4 DVD დისკის გამოწერა. ეკონომია არც ისე დიდა, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი მიწოდება საკმაოდ კომფორტული იყო.

Netflix-ში გარკვეულ რისკზე წავიდნენ, როცა ეს ფორმატი აირჩიეს, რადგანაც სანამ ის სრულად ახალი იყო და არც ისე პოპულარული საჭირო იყო მასებში მის დანერგვაზე ზრუნვა. ამისათვის კომპანიამ ხელშეკრულება დადო Toshiba-სთან, რომლის ფლეერის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად იღებდა 3 ფილმს Netflix-ისგან.

ბლოკბასტერის განადგურება

2007 წელს წელს ბიჭები მიხვდნენ, რომ ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა, ხოლო დისკების ეპოქა სრულდებოდა და კომპანიამ წარმოადგინა ფილმების ონლაინ ტრანსლაციის სერვისი. მათი მუდმივი კონკურენტი Blockbuster არაერთხელ ეცადა გაენადგურებინა Netflix. მათ გაუშვეს ონალინ სერვისი, ფასდაკლებები, ფილმების გაცვლა და ა. შ. თუმცა სწორედ ამან განაპირობა მათი მარცხი. მათ ძალიან ბევრი სავაჭრო წერტილი ქონდათ და მათი მფლობელები ხშირად უარს ამბობდნენ აქციებში მონაწილეობაზე. დისკების უფასოდ გაცემამ და ფასდაკლებებმა ძალიან დიდი ზარალი მოუტანა ბლოკბასტერს. ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად ყოფილიყო, როცა ჰასტინგსი მათ 50 000 000 $ აძლევდა კომპანიას და თანამშრომლობას სთავაზობდა. მაშინ ბლოკბასტერის გენერალურმა დირექტორმა სერიოზულადაც კი არ მიიღო წინადადება. შედეგად 2020 წლის სექტემბერში 10 წელი შესრულდება Blockbuster-ის დახურვიდან, ხოლო Netflix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 150 მილიარდამდე გაიზარდა.

Netflix-ში დროულად მიხვდნენ, რომ მომხმარებლებს მოსწონთ სერიალებზე ჩაჯდომა: როცა შეგიძლია ყველაფრის დავიწყება, პიცის შეკვეთა და სერიალების ყურება დღეებისა და ღამეების განმავლობაში. კომპანიამ საკუთარი პროექტები გაუშვა, ერთ ერთი პირველი იყო House of Cards, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. სერიალები, რომლებიც მხოლოდ Netflix-ზე იყო კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი შესძინა კომპანიას და სერიალების მოყვარულებისთვის ყველაზე სასურველი სერვისი გახდა.

რა თქმა უნდა DVD დისკების გაქირავება დღემდე მუშაობს და კომპანიას საკმაოდ დიდი მოგება აქვს ამ სერვისითაც, რადგანაც მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი სოფლებში და დაშორებულ რაიონებში, როცა ბრენდირებული კონვერტი DVD დისკით ნებისმიერ შემთხვევაში ჩააღწევს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here