Huawei გახდა პირველი კომპანია, რომელსაც წაართვეს წვდომა Google-ის სერვისებზე. სხვ ჩინური ბრენდებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლია Google Mobile Services-ის ლიცენზიის მიღბა საკუთარი ნებით, Huawei-ს ბანალურად არ აქვს წვდომა ამაზე ამერიკის სამთავრობო სანქციების გამო. ამიტომაც ჩინელებმა გადაწყვიტეს საძიებო გიგანტის სერვისების გარეშე ცხოვრების გაგრძელება და ჩაანაცვლეს ის საკუთარი სერვისებით. სამწუხარო ის არის, რომ მათი სერვისების განვითარების დონე ახლოსაც კი ვერ გაეკარება Google-ს და კონკურენციაზე საუბარი საერთოდაც ზედმეტია. სწორედაც, რომ Android-ის მთავარი კომპონენტი აღნიშნული სერვისებია.
შეიძლება თუ არა Google Play-ს ჩანაცვლება?
მიუხედავად იმისა, რომ Android-ის მომხმარებლები არასდროს არ იყვნენ მიბმული Google Play-ზე, რადგანაც მათ შეეძლოთ პროგრამების ნებისმიერი წყაროდან დაყენება, უმრავლესობისთვის მთავარი წყარო მაინც Google-ის კატალოგია. თუდაც იმიტომ, რომ ეს უფრო მარტივია ვიდრე APK ფაილების გადმოწერა ან სხვა მაღაზიების ძებნა. რა თქმა უნდა არც ერთი გარეშე კატალოგი ვერ დაიკვეხნის Google Play-ზე უკეთესი ასორტიმენტით.
Huawei ცდილობს თავისი AppGallery განავითაროს, მაგრამ იქ ახლა არ არის პროგრამების დიდი ნაწილი და ეს ბევრისთვის სერიოზული მიზეზია არ შეიძინოს ამ მწარმოებლის სმარტფონები. რა ჭირდება მომხმარებელს? მას უნდა აპლიკაციები, რომელთა მოხმარებასაც მიეჩვია. AppGallery-ში არ არის WhatsApp, Facebook, Telegram და ბევრი ყოველდღიური აპლიკაცია და საუბარიც არ არის სხვა და სხვა ბანკების და სერვისების ხელმისაწვდომობაზეც. შესაძლოა მომავალში ეს აპლიკაციებიც ვიხილით იქ, მაგრამ Huawei-ს ჯერ-ჯერობით არავინ არ წყალობს.
რაშია საჭირო Google Mobile Services
აპლიკაციები არ არის მთავარი კომპონენტი. როგორც გაირკვა ზოგიერთი დეველოპერი რომელიც AppGalley-ში აქვეყნებს თავის სოფტს ბანალურად ვერ ახერხებენ მათ ადაპტაციას Google-ის სერვისების გარეშე ფუნქციონირებისთვის. საქმე იმაშია, რომ Google Mobile Services – ეს არის სხვა და სხვა სერვისების და მექანიზმების უზარმაზარი ნაკრები, რომლებიც აპლიკაციებისთვის ჰაერივით აუცილებელია. GMS უზრუნველყოფს შეტყობინებების გაგზავნას, ფონურ განახლებებს, გეოპოზიციონირებას და ბევრ სხვა რამეს. Huawei-ს და სხვა მწარმოებლებს ეს ყველაფერი სამწუხაროდ ან საერთოდ ან სრულყოფილად არ აქვს.
რა თქმა უნდა Huawei-მ შეძლო Huawei Mobile Services-ის გაშვება, რომლის მხარდაჭერაც 40 ათასამდე აპლიკაციაშია გათვალისწინებული, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დეველოპერებს ამისათვის საკუთარი აპლიკაციების სერიოზული მოდიფიკაცია უწევთ, რისი გაკეთებაც მათთვის არც ისე სახარბიელოა. ასევე არის სერვისები, რომლებიც Huawei-ს საერთო არ აქვს და რომლებიც აქვს ისინიც სტაბილურობისგან საკმაოდ შორს არიან. მაგალითისთვის უკონტაქტო გადახდების სისტემაც კმარა.
რატომ არ გვაქვს Android-ის ხშირი განახლებები
Android 10-ის გამოსვლასთან ერთად Google-მა დაიწყო Project Mainline-ის განხორციელება. ეს არის მოდულური Project Treble არქიტექტურის გაგრძელება, რომელიც Android-ს რამდენიმე კომპონენტად შლის, რომლებიც მწაროებლების და სმარტფონის შიდა მაკომპლექტებლების მწაროებლებზე დამოკიდებული და ამარტივებს შრომას და დროს, რაც განახლებების გამოსაშვებადაა საჭირო. Project Mainline-ის დახმარებით საძიებო გიგანტს უნდა უსაფრთხოების განახლებების Google Play-ს საშუალებით პირდაპირი გავრცელება ნებისმიერ თავსებად სმარტფონზე.
Huawei-ს სმარტფონებზე და სხვა ბრენდებზეც თუ არ იქნება Google Play, შედეგად არ იქნება არანაირი უსაფრთხოების განახლება, თუნდაც დროულად. ჩემი აზრით ეს სერიოზული პრობლემაა, რადგანაც ასეთი განახლებები არა მხოლოდ ასწორებენ პრობლემებს, არამედ კრიტიკული საფრთხის აცილებას ემსახურებიან. Huawei არ გამოირჩევა მოწყობილობების მხარდაჭერით და განახლებებს საუკეთესო ვარიანტში 3 თვეში ერთხელ უშვებს რაც მხოლოდ ფლაგმანურ მოწყობილობებს მოიცავს და ბიუჯეტური მოდელების მთელ ზღვას უყურადღებოდ ტოვებს.
რა თქმა უნდა ჩემი სურვილია Huawei-მ შეძლოს იმუსაოს იზულაციის პირობებში და შექმნას GMS-ის რეალური ალტერნატივა, რადგანაც დღეისათვის Google-ის სერვისები ერთადერთი წამყვანი სისტემაა Android-ის კორექტული ფუნქციონირებისთვის. სანამ Huawei-ს არ ექნება ღირსეული ალტერნატივა მანამდე არც მე და არც თქვენ არ გირჩევთ შეიძინოთ ამ ბრენდის სმარტფონი, რადგანაც არ შეიქმნათ სერიოზული პრობლემები.
შესაძლოა Goolge-ის სერვისების არა-ქარხნული ინსტალაცია, თუმცა მსგავს სიტუაციაში ძნელი გასარკვევია, თუ რა ხარვეზები და პრობლემები შეიძლება შეიქმნას, ამიტომაც ეს ვარიანტიც არ გამოდგება იმ შემთხვევის გარდა, როცა მომხმარებელმა ზუსტად იცის რას და როგორ აკეთებს და გააზრებული აქვს ყველა შესაძლო რისკი.